"დეტალურად აღწერდა, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა" - მოწმის ჩვენება მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის საქმეში

მშობლების მკვლელობასა და დაწვაში ბრალდებული კაცი ბრალს არ აღიარებს. გიორგი ბეროზაშვილი დღეს სასამართლო პროცესზე ოპერატიული ღონისძიებით მოპოვებულ ვიდეომასალას, სადაც ის ჩადენილი დანაშაულის შესახებ დეტალურად ყვება, დუმილით უყურებდა.

ვაზისუბანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის  საქმეზე დღეს პოლიციის ის მაღალჩინოსანიც გამოკითხეს, რომელმაც აღნიშნულ ვიდეომასალაში ბრალდებულს ესაუბრება.

კახა მურადაშვილმა სასამართლო პროცესზე  ორდღიანი საგამოძიებო მოქმედებები დეტალურად გაიხსენა და დაადასტურა, რომ მძიმე დანაშაულში მხილებულმა კაცმა ჩვენების მიცემის დროს  მასთან ბრალი აღიარა.

"აღიარა დანაშაული. დეტალურად აღწერდა როგორ მოკლა ჯერ მამა, როგორ დედა, შემდეგ როგორ წაუკიდა ცეცხლი და შემდეგ როგორ ცდილობდა ამ ყველაფრის დაფარვას, რაღაც ალიბების შექმნას. დეტალები, ყველაფერი შეიძლება არ მახსოვდეს და ჩანაწერი განხორციელდა და გექნებათ საშუალება, რომ ნახოთ, - თქვა პროცესზე მურადაშვილმა. 
საზარელი მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს ჩაინიშნა.

გიორგი ბეროზაშვილმა საკუთარ დედ-მამას ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი  კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი გააჩინა და ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵საფრანგეთში კბილის ჯაგრისების ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

🔵"მთელი ვარჯიშის განმავლობაში ხვიჩა ცუდ ხასიათზე იყო, ნერვიულობდა და მომხდარზე ფიქრობდა" - რა ხდებოდა ვარჯიშზე მანქანის მოპარვის შემდეგ?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744722958

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გა...

მიხეილ ყაველაშვილი

1744722546

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7545 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1744718990

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ

„ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1744717794

ახალი ამბები

თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

თბილისში დაკარგული ბავშვები - ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს. არსებული ცნობით, დაკარგული ბავშვები გლდანში იპოვეს. „ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდნენ მშობლები. ვერ გწერ...

არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

1744716027

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობი...

ლევან მახაშვილი