ძალიან შეშფოთებულები ვართ ელენე ხოშტარიას მდგომარეობით - კელი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედის, ირინა გუნცაძის მიმართვის საპასუხოდ განცხადება გააკეთა. ელჩის თქმით, ელენე ხოშტარიას გაცხადებული აქვს, რომ ის შიმშილობს, რადგან სჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ელენე ხოშტარიას მდგომარეობითაც. ჩვენ ვიცით, რომ ის 2 კვირაზე მეტია შიმშილობს. ელენე ხოშტარიას გაცხადებული აქვს, რომ ის შიმშილობს, რადგან სჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას. ვფიქრობ, ის იმედოვნებს, რომ ეს გააერთიანებს ადამიანებს, რათა შედგეს გარკვეული დიალოგი, რომელიც გადაჭრის იმ ღრმა პოლარიზაციას, რომელიც ამ ქვეყნის პარალიზებას იწვევს. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ის იღებს კარგ სამედიცინო მომსახურებას, რომ ის არ აყენებს საკუთარ თავს უკიდურესი რისკის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ის არის დარწმუნებული მიზანში. ვიმედოვნებ, რომ, ასევე, სხვა მოშიმშილეები, რომლებიც აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას რისკის ქვეშ საკუთარი შეხედულებებისა და რწმენისთვის, იღებენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. ცხადია, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი შეხედულებებისამებრ, მაგრამ შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ რისკის ქვეშ არიან. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დიპლომატიური საზოგადოება, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატები, ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენი შრომის დიდ ნაწილს თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრს, რათა ვითარება მოგვარდეს იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე შესაბამისად ზრუნავენ,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას დედამ ირინა გუნცაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მიმართა, მიიღონ ზომები, რადგან მისი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია.

ამავე თემაზე:
🔵ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ - მოშიმშილე ელენე ხოშტარია

🔵ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია - ელენე ხოშტარიას დედა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741587303

მსოფლიო

ტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა

ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტ...

დონალდ ტრამპი

1741585418

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, სად არის მათი რეიტინგი, თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები

„კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას“, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნ...

ირაკლი კირცხალია

1741584018

ახალი ამბები

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. საჯარო სკოლებში სასწავლო წელი პ...

აა

1741583062

ახალი ამბები

10 მარტს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:...

შუქი

1741553598

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკიმ ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი

აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“. „მან რაც გააკეთა...

ტრამპი