ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია - ელენე ხოშტარიას დედა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, დროული რეაგირება მოახდინონ.
"ძალიან ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან, რადგან კიდევ მგონია, რომ თქვენ, ვგულისხმობ ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის - სინდისზე ვეღარ ვიტყვი - ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები.
მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეს ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია, არის თქვენი მსხვერპლი.
მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია. ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს მოქალაქეების გულისთვის.
თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. მე მაქვს, კიდევ არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. თქვენ არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი, 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ-მეთქი", - წერს ირინა გუნცაძე.
"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც მე -17 დღეა პარლამენტში შიმშილობს, მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანამდე, მედიკამენტებს აღარ მიიღებს.
ამავე თემაზე:
🔵ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ- მოშიმშილე ელენე ხოშტარია
🔵ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, მიიღოს თუნდაც ის აუცილებელი დანამატები-დავით სერგეენკო
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...
1741596355
ახალი ამბები„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“ - შალვა პაპუაშვილი
„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...
1741595218
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე: პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს, ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები და ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე
„ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხ...
1741593094
სპორტიქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს
გასული უიქ-ენდი წარმატებული აღმოჩნდა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი გოლები და შედეგიანი მოქმედებები ჩაიწერა, რაც მათ კლუბებს გამარ...