ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით საქართველო საერთაშორისო სივრცეში სალიდერო პოზიციებზეა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშები და პროგნოზები წარმოადგინეს.
გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო რეალური ეკონომიკური ზრდით 2024 წელს მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე. მათივე მონაცემებით, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება. ამ ტემპით საქართველო მთელს მსოფლიოში მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა. რეალური ეკონომიკის ზრდით საქართველოს მხოლოდ კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყანა - გაიანა უსწრებს, რომლის ეკონომიკაც, (სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების აღმოჩენა/ათვისების კვალდაკვალ), 2024 წელს წინასწარი შეფასებით 31,9%-ით გაიზარდა. გაეროს შეფასებით საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5,4%-ით გაიზრდება. ამასთან ერთად, საქართველო ინფლაციის დაბალ ტემპს ინარჩუნებს, რომელიც 2025 წელს 2,3%-ს გაუტოლდება, 2026 წელს კი ინფლაცია 1,9%-მდე შემცირდება.
გაეროს ანგარიშის თანახმად საქართველომ განაგრძო ძლიერი გაფართოება, რასაც ხელს უწყობს მშენებლობის, საშუამავლო ვაჭრობის და საერთაშორისო ტურიზმის მუდმივი ზრდა.
კიდევ უფრო კეთილსაიმედოა მსოფლიო ბანკის შეფასება. მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9%-ით, 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება. ამ მაჩვენებლებითაც საქართველო ლიდერია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
1737110576
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მ...
1737109588
ახალი ამბებიკახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, არც რუსეთის მოქალაქე ვარ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზ...
1737105236
ახალი ამბებისაქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში მიწის ნაკვეთი დაათვალიერეს, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთ...
1737104747
მსოფლიოირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ირანის პრეზიდენტს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი ცივილევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და...
1737102962
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში
„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში“, - ამის შესახებ საქართველო...