ENG: „ქართული ოცნება” ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს“

„ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ 20 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანს ატარებს, რაც ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს“.
„მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა, მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე, მათი დახარისხება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს, ევროინტეგრაციის საკითხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღის წესრიგით საქმიანობა გაიადვილოს.
საყურადღებოა, რომ მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედოს მის დღის წესრიგს და ევროინტეგრაციის, თუ ქვეყნის განვითარების გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.
მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება” იაზრებს შედეგს თუმცა, მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებებია მიზეზი იმისა, რაც ყოველდღიურად ბუნდოვანს ხდის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც სრულად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა”, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI); „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF); „დემოკრატიის მცველები“; „მედიის განვითარების ფონდი“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC); „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“; „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (რონდელის ფონდი); „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP); „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS); „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI); „უფლებები საქართველო“; „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო“; „საფარი“; „სამოქალაქო აქტივისტთა რეგიონული ქსელი“; „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ (CIPDD); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რა გელოდებათ დღეს? - 25 აგვისტოს ჰოროსკოპი
🔵 „ღმერთო მომასწარი რუსეთის, როგორც იმპერიის განადგურებას…“ - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი
🔵 რამდენად შეიძენთ 25 აგვისტოს დოლარს, ევროს და თურქულ ლირას?
1744039886
საზოგადოებარიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გ...
1744034643
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ი...
1744034324
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები
„ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მის...
1744033525
ახალი ამბებიმეუფე შიო: დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან
დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან, - განაცხადა ყოვლადწმინდა ღვ...
1744033493
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7561 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7576 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...