ეროვნული ბანკი: თითქოს საქართველოში VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, არის დეზინფორმაცია

VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებით გამოეხმაურა.
ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და რეალური ფაქტების მცდარი ინტერპრეტაციის მცდელობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების - VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება.
პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და რეალური ფაქტების მცდარი ინტერპრეტაციის მცდელობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას.
ამ ფუნქციის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყნის საგადახდო სისტემის განვითარებისთვის, მისი ხელმისაწვდომობის, ეფექტიანობის, უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, ასევე ამ კუთხით კონკურენტული გარემოს შექმნისთვის.
კერძოდ, ეროვნული ბანკი თავად ავითარებს საგადახდო ინფრასტრუქტურას, ამზადებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ასევე თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორისაა საერთაშორისო საბარათე სისტემები Visa და Mastercard.
აღნიშნული კომპანიები 25 წელზე მეტია წარმოდგენილები არიან საქართველოში და უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის საგადახდო სფეროს განვითარებაში, რაც საქართველოში უნაღდო გადახდების ზრდის ერთ-ერთ მთავარი ხელშემწყობი იყო.
Visa და Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინერგება ახალი პროდუქტები, მათ შორის ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების საშუალებები.
თუმცა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ, საშუალება მისცა მსოფლიოს წამყვან ტრადიციულ საგადახდო სისტემებს გაეუმჯობესებინათ მათი ეფექტიანობა, კერძოდ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა - მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა.
ეს სისტემები მუშაობენ ბარათების გამოყენების გარეშე და აქვთ შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებელს შესთავაზონ საბარათე გადახდების ანალოგიური გადახდის მეთოდი, გარკვეულ შემთხვევებში მეტი უპირატესობებით, როგორიცაა ოპერაციის განხორციელების ხარჯი და გადარიცხვის მიმღებისთვის თანხის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა.
ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად განავითარებს, ე.წ. „ღია ბანკინგის“ მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატუსით.
უნდა აღინიშნოს, რომ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და „ღია ბანკინგის“ მომსახურების ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სრულად იყო შესრულებული 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით.
მყისიერი გადახდებისა და ღია ბანკინგის მომსახურებების სინერგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს და კერძო სუბიექტებს თავიანთ მოთხოვნებზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურება მიიღონ. უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში საბარათე გადახდების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარების მიუხედავად, კვლავ მცირე მეწარმეებისთვის ეს გადახდის მეთოდი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მისი მომსახურების მაღალი საკომისიოს გამო. სწორედ, მყისიერი გადახდების სისტემა ფინტექ კომპანიებთან კოლაბორაციით, გაზრდის ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას იმ სექტორში, რომელიც დღეს ამ მომსახურებას მოკლებულია.
დამატებით უნდა აღინიშნოს, ახალი საგადახდო სისტემა იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და თავსებადია ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის საგადახდო სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია.
განვმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მონმახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1743362248
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც ახალისებდნენ იმას, რომ თურმე შეიძლება მისი გამოყენება
აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებდნენ იმას,...
1743359579
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა
ამბობ, რომ არ სცემ პატივს ქართულ კანონმდებლობას, არ მიდიხარ კომისიაზე, მაგრამ მერე იძულებული ხდები რომ გეშინია დაჭერის და შენ მიერ აღიარებულ არალეგიტიმურ სასამართლოში მიდიხარ, - განაცხადა გადაცემა „ი...
1743359515
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია
არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...
1743357834
მსოფლიოგრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას
აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...
1743357048
ახალი ამბებიახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა
ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის...