Freedom House: საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებლები გაუარესდა

„ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

ქვეყანას, რომელსაც ორგანიზაცია გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს, გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 36-ს შეადგენს.

დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100), დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7). ანგარიშის მიხედვით, გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა.

საქართველოს ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა.

ძირითადი ქულა ორი პუნქტისგან შედგება: პოლიტიკური უფლებები 40 ქულიდან 23
სამოქალაქო თავისუფლებები 60 ქულიდან 37.

მიუხედავად გაუარესებული მაჩვენებლისა, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერია. გლობალური თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანს 10 ქულა აქვს, რაც ნიშნავს რომ „ფრიდომ ჰაუსის“ კრიტერიუმებით, ქვეყანა თავისუფალი არ არის. სომხეთის მაჩვენებელი 55 ქულას შეადგენს და საქართველოს მსგავსად, ის ნახევრადთავისუფალი ქვეყნების რიგებში ხვდება. აზერბაიჯანთან შედარებით, უკეთესი მაჩვენებელი არის რუსეთში, ქვეყანამ წელს 20 ქულა აიღო, რაც ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი არათავისუფალი ქვეყნების რიგებში მოხვდა.

საქართველოს კვლავ ჰყავს სამთავრობო კომენტატორები ინტერნეტში მაღალი რეპუტაციის მქონე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ ინტერნეტის თავისუფლების მხრივ 2021 წელს მსოფლიოში არსებული ვითარებაც შეაჯამა.

ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქულა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ რჩება პრობლემური საკითხები. მათ შორის ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ე.წ. სამთავრობო კომენტატორები.ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ გზით საქართველოში მთავრობა ინტერნეტ საზოგადოებაზე გავლენას ახდენს.

9 პუნქტიდან საქართველოში „ფრიდომ ჰაუსმა“ მხოლოდ ერთი პუნქტის დარღვევა დააფიქსირა თუმცა ეს არის ე.წ. უცვლელი პრობლემა ბოლო 3 წლის განმავლობაში.

ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით გამოყვანილი შეფასებებით, თუ საქართველოს გასულ წელს 100-დან 76 ქულა ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 100-დან 77 შეადგენს. რაც ნიშნავს, რომ ქულა გაუმჯობესდა. (აქ თუ პროცენტია, ქულა არ დაწერო, გირჩევ, პროცენტი დაწერო. უფრო გასაგები იქნება. შეცდომა არ არის).

თავების მიხედვით ქულები კი ასე გამოიყურება:
ინტერნეტზე წვდომის მხრივ არსებული დაბრკოლებები - 25 ქულიდან 19.
შეზღუდვები კონტენტზე - 35-დან, 31 ქულა.
მომხმარებლების უფლებების დარღვევა - 40 ქულიდან, 27.

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, თუ 2020 წელს საქართველოში არსებობდა სოციალურ ქსელებში დაწერილი კომენტარის გამო პირის პასუხისმგებლობის დაყენების ფაქტი, 2021 წელს ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

კვლევაში შეშფოთებაა გამოხატული, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოება მაღალ დონეზე დაცული არ არის. ორგანიზაცია თვლის, რომ გარე საფრთხეები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოში ამ დრომდე არის რეგიონები, სადაც ინტერნეტის მიწოდება ვერ ხდება, რადგან ინფრასტრუქტურა გამართული არ არის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტი უფრო გავრცელებულია, თუმცა არა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მაგრამ, ანგარიშში აღნიშნულია რომ გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია ყოველდღიურად ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი.

კვლევით ირკვევა, რომ 2021 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში უფროსი ასაკის პირთა 77.4 პროცენტმა ინტერნეტით ისარგებლა. თითქმის 21.4 პროცენტს კი ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია.

„ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა.

წყარო: „ამერიკის ხმა“

ასევე საინტერესოა:

🔵 28 დეკემბერს ლაგოდეხში ავარიის დროს დაშავებული მაგდა ხარაიშვილი კლინიკაში დღეს გარდაიცვალა

🔵 ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით 68 მოქალაქე მოფრინავს

🔵 "სასწრაფო დახმარების მანქანამ 45 წუთით დააგვიანა, რაც 31 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა" - ქართლში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740256640

ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში ჩაფრინდა

 დანიასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩის სათამაშოდ სერბეთში გაემგზავრა. მთავარმა მწვრთნელმ...

კალათბურთელები

1740254286

ახალი ამბები

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია

 რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა გაუარესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომის პაპის მდგომარეობა კრიტიკულია. „მას ჰქონდა ასთმის მსგავსი რესპირატორული კრ...

იტალია

1740253693

ახალი ამბები

აღაიანი-ხაშურის კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 აღაიანი-ხაშურის კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტალემენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარ...

ეს საინტერესოა

1740252386

სპორტი

უსინათლოთა შორის ჰაიდელბერგში მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე მიშიკო შიობრიშვილმა და რამინი ყიფშიძემ მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს

 პარა ძიუდოში (J1) უსინათლოთა შორის ჰაიდელბერგში მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე, ჩვენმა პარა ძიუდოისტებმა მიშიკო შიობრიშვილმა და რამინი ყიფშიძემ მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს. მიშიკო შიობრ...

მიშიკო შიობრიშვილმა და რამინი ყიფშიძე

1740249648

საზოგადოება

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე - განახლებული ინფორმაცია

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნე...

უამინდობა