თორნიკე შენგელია: საოცარი გრძნობაა, ევრობასკეტზე მეექვსედ გავედით, ამაყი ვარ ჩემი გუნდით

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოკლე კომენტარი გააკეთა და ეს წარმატება მთელ საქართველოს მიულოცა.
„გილოცავთ, საქართველო მეექვსედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. ბოლოს დაღლილობის მიუხედავად ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, ბურთი ჩავარდებოდა თუ არა, დაცვაშიც ბოლომდე ვიბრძოდით, შეტევაშიც ასე თუ ისე თავდაჯერებული ვიყავით. გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან დაგვეხმარა, მინდა მათ დიდი მადლობა ვუთხრა. ძალიან გახარებული და ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით. საოცარი გრძნობაა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო ძლიერი გუნდი იქნება“, - აცხადებს შენგელია.
1740229136
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახური - საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა
საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი ჩამოეწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საგადასახადო და...
1740225417
ახალი ამბებითავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი...
1740220594
მსოფლიოაშშ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, გაეროს ისტორიულ რეზოლუციას შესთავაზებს
24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაეროს ისტორიულ რეზოლუციას წარუდგენს, - წერს სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. „აშშ-ის პრეზიდენტი ერთგულია ი...
1740218991
მსოფლიოპერუში, სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა
პერუში მდებარე სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც მედია იუწყება, დაშავებულია დაახლოებით 74 ადამიანი, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს...
1740215625
ახალი ამბებიარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვი...