განზრახ მკვლელობის მცდელობა - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი - 1995 წელს დაბადებული ფ.ა., 1998 წელს დაბადებული ე.მ და 2001 წელს დაბადებული ქ.ო. დააკავეს.
 
უწყების ინფორმაციით, ფ.ა.-ს და ქ.ო.-ს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო ე.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებს, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ნაცნობთან 1984 წელს დაბადებულ რ.ზ.-სთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფ.ა.-მ, რომელიც ქ.ო.-სთან და ე.ა.-სთან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში იმყოფებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რ.ზ.-ს ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.ზ. სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებულია.
 
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
 
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა - ტარებისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად, ისეთი საშუალებით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე საინტერესოა:

🔵 "აცრა ნუ გაგათამამებთ" - ბუსტერ დოზით აცრილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გია კუპარაძე გარდაიცვალა

🔵 აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე უნდა დაამტკიცოს

🔵 თოვლისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი

1740829321

ახალი ამბები

„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...

დავით ჩიხელიძე