“GEORGI V THE BRILIANT“ - ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი დადგეს

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი საზეიმოდ გახსნეს, ქალაქის ცენტრში ქართველი მეფის ძეგლის დადგმა, გასული წლის ოქტომბერში, უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააანონსა, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის თქმით, მისი განთავსება ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი იყო.
ინფორმაციას, ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
„აღმართეთ გიორგი მეხუთეს, უდიდესი მეფის ძეგლი, რომელიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. სიმბოლურია მისი ახალციხეში დადგმა, რადგან იგი ახალციხეში მისმა ბაბუამ, ბექა ჯაყელმა აღზარდა. მან აქედან შეძლო ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
ბრინჯაოს ძეგლის შექმნასა და განთავსებაში 200 000 ლარამდე დაიხარჯა, მისი სიმაღლე ჯამში 7 მეტრია, ჟურნალისტების კითხვაზე, პანდემიისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე, რამდენად სწორი იყო ახლა თანხის ამ კუთხით დახარჯვა, ამირანაშვილმა ასე უპასუხა:
„ეს არის ძალიან მცირედი თანხა, ძეგლების დადგმისთვის გაცილებით დიდი თანხებია ხოლმე საჭირო და მინდა მადლობა გადავუხადო თავად არქიტექტორებს, უშუალოდ, პროექტის ავტორს, რომ ასეთ მინიმალურ თანხებში შეძლეს ასეთი მნიშვნელოვანი ნამუშევრის განხორციელება. 195 000 შეიძლება ერთი შეხედვით დიდი თანხაა, მაგრამ საქმე რომელიც დღეს გაკეთდა გაცილებით უფრო დიდია“, - აღნიშნა ამირანაშვილმა.
ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლის 12 ოქტომბერს ახალციხეში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს ისაუბრა. ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ ძეგლის დადგმის ინიციატივა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი იყო.
„ინიციატივა იყო ახალციხელების, ჩვენ მოგვმართეს, მხარის ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტს, ჩვენ ვმუშაობდით ამაზე. დაწყებული გვქონდა ღია კონკურსი და ყველა თანმიმდევრული პროცედურის დაცვით შევძელით ძეგლი გაგვეხსნა“, - თქვა მან.
ძეგლის გახსნას მიესალმება, თუმცა წარწერასთან აქვს შენიშვნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, მერაბ ბერიძეს, მისი თქმით, გიორგი ბრწყინვალეს სახელი ისე უნდა დაეწერათ როგორც გამოითქმის და ინგლისურად არ უნდა ეთარგმნათ.
„დღეს ბედნიერი დღეა ჩვენს სინამდვილეში. ახალციხეს კიდევ ერთი ძეგლი შეემატა. მადლობა მინდა მოვახსენო განსაკუთრებით არქიტექტორს და მუნიციპალიტეტს. მინდა ვთქვა რომ კარგი იქნება, რომ წარწერა რომელიც არის ინგლისურად “GEORGI V THE BRILIANT“, უმჯობესი იქნებოდა ყოფილიყო "ბრწყინვალე" და არა "BRILIANT", რადგან აქ შემომსვლელი ყველა ტურისტი ცდილობს და სწავლობს ჩვენს ენასა და უფრო მოსწონთ“, - განაცხადა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, მერაბ ბერიძემ .
ძეგლის ესკიზის ავტორი, მოქანდაკე კახა არუნაშვილია.
წყარო:სამხრეთის კარიბჭე
ასევე საინტერესოა:
🔵 VIDEO: მომღერალი სოფო ნიჟარაძე ტელეეკრანს უბრუნდება
🔵 საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღში, 26 მეტრიანი ჩანჩქერი გაიყინა
🔵 რამდენია რომის პაპის ხელფასი და სად მუშაობდა ახალგაზრდობაში - საინტერესო ფაქტები ბერგოლიოს შესახებ
1740750775
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვ...
1740749429
სპორტი„გუნდში უკვე ადაპტირდა და თავისუფლება უნდა მივცეთ ინდივიდუალური თვისებების გამოსავლენად“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ფარგლებში ლილის წინააღმდეგ თამაშის წინ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით...
1740748702
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7904 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8172 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1740747857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული
ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრ...
1740746171
საზოგადოებადიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმ...