გორში მამამ შვილი დაჭრა

გორში მამამ შვილი დაჭრა - დაშავებულს ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაციას აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1975 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ასევე საინტერესოა:
🔵 წვიმა, თოვლი და ელჭექი - საბერძნეთში ხვალიდან ამინდის გაუარესებას ელიან
1741626151
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...
1741626100
საზოგადოებამამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...
1741618565
მსოფლიოBild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება
აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...