„გრძნობენ რაღაც ტიპის საფრთხეს რუსეთის მხრიდან თითქოს და უნდათ, რომ ისრები ჩვენკენ გადმოიტანონ და გამოიწვიონ ქვეყანაში რევოლუცია“ - მაჭავარიანი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე

„საქმე გვაქვს პირდაპირ ასმაგ სტანდარტთან მათი მხრიდან და ეს მარტივად იხსნება. ისინი გრძნობენ რაღაც ტიპის საფრთხეს რუსეთის მხრიდან თითქოს და უნდათ, რომ ისრები ჩვენკენ გადმოიტანონ და გამოიწვიონ ქვეყანაში რევოლუცია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სავარაუდოდ, ზურაბიშვილი მათგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებს.
„საქმე გვაქვს პირდაპირ ასმაგ სტანდარტთან მათი მხრიდან და ეს მარტივად იხსნება - ისინი გრძნობენ რაღაცა ტიპის საფრთხეს რუსეთის მხრიდან და უნდათ, ისრები ჩვენკენ გადმოიტანონ, აქ შექმნან ქაოსური სიტუაცია, გამოიწვიონ ქვეყანაში რევოლუცია იმისათვის, რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა აგენტებმა, ისევე როგორც მათი ქვეყნის ლიდერშიპი არის, ასევე, ჩვენი ოპოზიცია, უკვე აქ გახსნან მეორე ფრონტი და ის რისკი, რასაც ლატვიელები, ლიეტუველები და ესტონელები ხედავენ თავიანთი ქვეყნების მიმართ, უკვე ეს რისკი მთლიანად გადმოვიდეს საქართველოზე. ეს არის საბჭოური მეთოდებით ბრძოლა.
ახლა მიპატიჟებული ჰყავთ ქალბატონი ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, იქ ახალ ინსტრუქციებს მიიღებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ ხალხებს შორის არის ძალიან დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობა“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1743362685
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა საგამოძიებო კომისიაზე: მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საგამოძიებო კომისაზე საუბრისას. „მთელმა მსოფლ...
1743362248
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც ახალისებდნენ იმას, რომ თურმე შეიძლება მისი გამოყენება
აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებდნენ იმას,...
1743359579
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა
ამბობ, რომ არ სცემ პატივს ქართულ კანონმდებლობას, არ მიდიხარ კომისიაზე, მაგრამ მერე იძულებული ხდები რომ გეშინია დაჭერის და შენ მიერ აღიარებულ არალეგიტიმურ სასამართლოში მიდიხარ, - განაცხადა გადაცემა „ი...
1743359515
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია
არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...
1743357834
მსოფლიოგრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას
აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...