გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდება

გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდება.
გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა.
თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, 18 წლამდე პირებს 100%-ით, პენსიონერებს 90-ით, სხვა დანარჩენს კი 70%-ით დაუფინანსდებათ.
ცნობისთვის, გულის მანკების სიხშირე ძალიან მაღალია და განვითარების მანკების მიზეზით გამოწვეული ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. ზოგიერთი ავტორის მიხედვით, სიხშირე ახალშობილთა საერთო რიცხვის 0,8-1,2%-ს (100 ახალშობილზე დაახლოებით 1 მანკი) აღწევს, თანდაყოლილი მანკების საერთო რიცხვიდან კი გულის მანკების წილად 30% მოდის. გულის თანდაყოლილი მანკები დაავადებათა ვრცელი და მრავალფეროვანი ჯგუფია, რომელიც როგორც შედარებით მსუბუქ, ასევე საკმაოდ მძიმე, ბავშვის სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობებს მოიცავს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მძიმეა.
დაავადებული ბავშვების უმეტესობა სიცოცხლის პირველ წელს, განსაკუთრებით პირველ თვეს (70-90%) იღუპება, 1 წლიდან 15 წლამდე პერიოდში კი სიკვდილიანობა მკვეთრად ქვეითდება და 5%-ს არ აღემატება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 დედა გარდაეცვალა, ბიჭს ნერვიულობაზე ლეიკემია განუვითარდა - მეგობრები 18 წლის დათას ემშვიდობებიან
1745069640
ახალი ამბები20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს...
1745067253
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო
დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთ...
1745064932
ახალი ამბებიაღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...
1745063057
ახალი ამბებიიერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...
1745062253
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...