გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ცენტრალურ გზებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, უკვე საუბნო გზების წმენდა დაიწყება.
პარალელურად, შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს მინი შტაბებიც, სადაც მოსახლეობა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს იღებს.პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის საჭიროების მქონე მოქალაქეებზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 1710 სასურსათო პაკეტი, ოზურგეთში - 4233, ხოლო ჩოხატაურში 3000 სასურსათო პაკეტი დარიგდა.
რაც შეეხება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას, ამ დროისათვის შუქის გარეშე 110, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 171 აბონენტი რჩება. სტიქიის ზონაში სრულად არის აღდგენილი წყალმომარაგება. რეგიონში ასევე იმყოფებიან გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც სიტუაციას სწავლობენ.
მას შემდეგ რაც რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალს დაითვლის. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, არც ერთი მოქალაქე დარჩება ხელისუფლების დახმარების გარეშე.
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...
1741001817
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბი...
1741000644
ახალი ამბები„დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით - ლევან ჟორჟოლიანი
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან, დიდთოვლობის გამო, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინი...
1740998921
ახალი ამბებიკახა კალაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და FARA-ს მნიშვნელობაზე: ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს შესაბამის კო...