მაკა ბოჭორიშვილი: ქართული მხარის პოზიციონირება სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც აშშ-დან გვესმის

მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას. ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ბოჭორიშვილის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებით, ვერ იტყვის, რომ ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციები ცალსახად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდამჭერია.

„ეს ისმის ხმამაღლა, ეს გამოიხატება ქმედებებში. ამას ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის შესაძლოა, სწორი დრო არ იყოს ახლა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მტკიცედ აქვს გამიზნული ის, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს არის უკრაინელი ხალხის ინტერესშიც და რა თქმა უნდა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.

როგორ მოხდება ომის დასრულება, რა თქმა უნდა, ეს როგორც უკრაინის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც ერთგვარად ახალისებენ და მხარს უჭერენ საომარი მოქმედებების გაგრძელებას.

ვფიქრობ, მომდევნო კვირების განმავლობაში მოვლენების საინტერესო განვითარებებს ექნება ადგილი. შესაძლოა, გულდასაწყვეტიც იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც გულმხურვალედ უჭერდა მხარს უკრაინას, ბუნებრივია, მოველით უკრაინის გამარჯვებას ამ ომში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პოზიციები მხარდაჭერასთან დაკავშირებით იცვლება.

მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას. ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა. ალბათ, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენც არაერთხელ დავმდგარვართ ამ კითხვის წინაშე ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ევროპიდან - ვის მხარეს არის საქართველო? - ის, რაც ჩვენთვის iyo ცალსახა, კითხვის ნიშნის გარეშე, რომ საქართველო მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინას, უკრაინელ ხალხს, კითხვის ნიშანს ბადებდა - თუ ჩვენ არ ვუჭერდით მხარს მაინც და მაინც ომს, ეს იყო თუ არა უკრაინის მხარდაჭერა.

დღეს ეს გამიჯვნა გააკეთა აშშ-მა - უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს მშვიდობის მხარდაჭერას და დღეს უკვე აქ არის ტოლობის ნიშანი. ასე, რომ ქართული მხარის პოზიციონირება ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც ჩვენ დღეს აშშ-დან გვესმის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი

1740978318

ახალი ამბები

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

 გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...

თოვლის საფარი