„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო“ - გლდანის რაიონის გამგეობა

გლდანის რაიონის გამგეობა თბილისში, კერძოდ გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, სადაც ე.წ. ტიტანიკის ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში, 12 აპრილს 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა.
„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ,ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიდბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.
უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1744702610
ახალი ამბებიჯონდი ბაღათურია: სახელმწიფო ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი ტელეკომპანია რ2-ის ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქ...
1744702082
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და ს...
1744701227
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ
„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ“- ამის შესახებ, „ერთიანი ნ...
1744699955
საზოგადოებასააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარი ინტენსიურად მოწმდება. „სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე...
1744698734
მსოფლიოაშშ-ში ძლიერი მიწისძვრა იყო
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ორშაბათს, სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი სან დიეგოს ო...