ჯონდი ბაღათურია: რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, გაუნათლებლობის ფოიერვერკია და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, შეიძლება, ასე ბრბოდ გადააქციო, თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე

ვფიქრობ, საერთოდ განათლების სისტემის კრახია, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფოიერვერკია, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე და 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებზე სასაუბროდ იმყოფება. ბაღათურიას განცხადებით, ის, რომ ახალგაზრდების რაღაც ნაწილი შეიძლება ბრბოდ გადააქციო, თუნდაც, გრანტის და ბევრი ფულის ხარჯზე, განათლების სისტემის ჩავარდნაა.
„ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, მადლობა ღმერთს, მცირე ნაწილი, მაგრამ, შეიძლება, ასე ბრბოდ გადააქციო თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე - ეს განათლების სისტემის ჩავარდნაა. როცა ასე, პრიმიტივიზმის დონეზე, შეიძლება ადამიანს დააზეპირებინო, რომ შენთვის გაკეთებული კანონი, შენ რომ არ გაგძარცვონ, „ფარას“ რასაც ვეძახით იმ კანონს დაარქვა „რუსული“ და დაგაზეპირებინონ პრიმიტიული ფრაზა „რუსული კანონი“, რუსული ოლიგარქია და ეს ქუჩაში იძახო ერთი დღე, ორი დღე, ერთი თვე, ორი თვე, ასე ქუჩაში იარო და იძახო, ეს ტრაგედიაა და ნამდვილად ძალიან განვიცდი ამას. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ მივიღეთ მონოპოლიები განათლების სისტემაში და სპეკულაციურად მაღალი ფასები.“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
1744820545
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...
1744815989
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიციის პატრონები თუ გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში მიაღებინონ მონაწილეობა, კიდევ ერთხელ მიიღებენ სრულ განადგურებას, მე-10 საიუბილეო დამარცხება იქნება
მტკიცება არ სჭირდება, რომ ოპოზიციური პარტიები კონკრეტული დავალებებით მოქმედებენ, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც შეიძლება ძალიან აქტიურად არ იყოს პოლიტიკურ...
1744811973
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ატარებს ეროვნულ ინტერესებს, ევროპაში რომ რეალური პრობლემებია, ეს მხოლოდ ფიცოს შეფასება არ არის, ამაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც საუბრობს
„სამწუხაროდ, ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს და ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ფიცოს ინტერვიუ რომ გავიხსენოთ, სლოვაკეთი საქართველოთი რომ შეგეცვალათ, იფიქრებდით, რომ საქართვე...
1744811401
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უცხოეთიდან როგორი გადალაგებაც არ უნდა დაავალონ, გახარიას ნულოვანი ფასი აქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე გიორგი გახარიას კონკურენტად ვერ განიხილავს, რადგან მას ნულოვანი ფასი აქვს. ლევან მაჭავარიან...