იაგო ხვიჩია - საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი, სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა „ენჯეოებში“, ან ასე შეარჩიეს - ბუნებრივად „გაიჩითა“, რომ „ენჯეოშნიკობა“ ნიშნავს რაღაცა ტიპის ტყუილს

 „საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა „ენჯეოებში“, ან ასე შეარჩიეს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია youtube გადაცემაში საუბრობს.

იაგო ხვიჩია საუბრობს, რას გულისხმობს ენჯეო, საიდან მოდის ის და რეალურად რა საქმიანობას ეწევა.

„ენჯეო იგულისხმება, როგორც ამერიკელების, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორების, რომელსაც ჩვენ რაღაც დახმარება ვთხოვეთ, გავლენის ინსტრუმენტები ქვეყანაში, რომ მათ რაღაც მათთვის სწორი იდეოლოგია გაავრცელონ საქართველოში. პოლიტიკურ-საქველმოქმედო, რომელსაც შენ ავრცელებ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კულტურა დაბალია და ცივილიზაციის შეტანა გინდა. ზოგადად, იდეა შეიძლება კეთილშობილურია, მაგრამ საქართველოს რეალობაში, რაც ფიზიკურად მოხდა, საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს.

შეიძლება თავიდან უკეთესი სელექცია იყო, მერე ვიღაცა პირობითად მიშამ წაიყვანა თავის დროზე ბიუროკრატიაში და.ა.შ. მიშამ დედა უტირა ენჯეოებს, თუ ვინმემ საბოლოო ჯამში საქართველოში დედა უტირა, ეგ იყო მიშა და მერე უკვე ქოცებმა ბოლომდე დედა უტირეს... ენჯეოში არასდროს არ ხდებოდა სწორი განახლება. საბოლოო ჯამში, გააერთიანა იმან, რომ დასავლეთიდან დონორები აფინანსებენ და ინგლისური იციან. ასეთი ტიპის სელექცია იყო. მაგრამ, ამას დაემატა ვიღაცა ლგბტ უფლებების დამცველი, საერთო შეხვედრები, საერთო კონფერენციები ა.შ. და უცბად „გაიჩითა, რომ სხვა საზოგადოებაა, ის საზოგადოება, რომლის ნაწილი აღმოჩნდა ტელევიზიებში, ნაწილი პოლიტიკურ პარტიებში, ნაწილი სადღაც და აღმოჩნდა, რომ ესენი სარგებლობენ დასავლეთის მხარდაჭერით და დასავლეთი საკუთარი მძლავრი მხარდაჭერით, აცოცხლებს ხალხს, რომელიც არ არის შესაბამისი ქართული მენტალობისთვის და არც ამერიკულ მორალზე აქვთ მაღალი წარმოდგენა. ბუნებრივად “გაიჩითა”, რომ ენჯეოშნიკობა ნიშნავს რაღაცა ტიპის ტყუილს. სადღაც იტყუებიან, ან ანგარიშის შევსების დროს, გრანტებს რომ ავსებენ, ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროცესში იტყუებიან. რაღაც თვალსაზრისით, შენ ხარ ტიპი, რომელსაც ვიღაცასთან დალაგებულია, რაღაცნაირად ფინანსდება და სულ იტყუება,“- ამბობს იაგო ხვიჩია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739729305

ახალი ამბები

„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე

15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...

 აჩიკო ბერიძე

1739725172

ახალი ამბები

„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...

ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა

1739723281

ახალი ამბები

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...

ავარია

1739720325

ახალი ამბები

ბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თო­ფა­ძემ 1957 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 51-ე სა­შუ...

 გოგი თოფაძე

1739719415

მსოფლიო

გერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან

პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...

გერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი