ილია მეორე: გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, ადამიანის წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას განსაცდელისგან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს.
„ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს.
ნათლისღება ქრისტესი უდიდესი დღესასწულია ქრისტიანულ სამყაროში.
იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს.
ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული.
ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან.
ადამიანის წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას ამ განსაცდელისგან“, – აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქის თქმით, მოხარულია, რომ სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მან პრემიერს მადლობა გადაუხადა და უფლის მფარველობა უსურვა.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მადლობელი ვართ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლი ღვთისა და წყალობა გფარავდეთ თქვენ“, – აღნიშნა ილია მეორემ.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
ამავე თემაზე:
🔳 დღეს ნათლისღებაა - წირვა ტარდება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში
1741716990
ახალი ამბები„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...
1741716195
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის
„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...
1741711441
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...