მარკო რუბიო - უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რომელიც დღეს საუდის არაბეთში გაკეთდა, ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, დათანხმდებიან, ახლა ბურთი მათ მხარესაა

უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
როგორც რუბიომ აღნიშნა, ახლა შეთავაზებას რუსეთს წარუდგენენ და იმედოვნებს, რომ ისინიც დათანხმდებიან.
„როგორც ნათელი იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღიდან, თუნდაც მისი კანდიდატობის დროს, ტრამპს სურს, იყოს პრეზიდენტი მშვიდობისთვის. მისი მიზანი მთელ ამ პროცესში ამ ომის დასრულება იყო. ეს არის საშინელი, ძვირადღირებული, სისხლიანი ომი. მისი უმთავრესი ინტერესია ამ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. დღეს გაკეთდა შეთავაზება, რომელიც უკრაინელებმა მიიღეს, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად ისეთი გზით, რომელიც იქნება მდგრადი და საიმედო, გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, უსაფრთხოებას. პირადად მე და ჩვენ, ორივეს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საუდის არაბეთს, მის უდიდებულესობას, ჩვენი მასპინძლობისთვის. ისინი უმნიშვნელოვანესი იყვნენ ამ პროცესში და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი მასპინძლობისთვის.
ახლა ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. იმედი გვაქვს, მშვიდობას დათანხმდებიან. ბურთი ახლა მათ მხარესაა. კვლავაც პრეზიდენტის მიზანი აქ არის უმთავრესი. მას სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, დღეს უკრაინამ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, რუსები საპასუხოდ იმავეს გააკეთებენ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.
1741763589
ახალი ამბებიდიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...
1741761857
ახალი ამბებიგაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა - „თბილისის ენერჯი“
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება დღის განმავლო...
1741760520
მსოფლიოევროკავშირი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას მიესალმება
ევროკავშირი მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების განახლებას და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენას. ამის შესა...
1741759696
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 12-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 12-13 მარტს მოს...
1741757779
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: იქნება კომპლექსურად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ყველანაირად, რომ ნებისმიერი ნარკოდამოკიდებული ადამიანი გათავისუფლდეს ამ მძიმე სენისგან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ანტინარკოტიკული რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს. იგი პრობლემის გადაჭრის კომპლექსურ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას. „ეს იქნება კომპლექ...