ილია მეორეს მიმართვა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე: უნდა ეცადოთ, თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად

უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა. ამიტომაც უნდა ეცადოთ, თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად, - ამის შესახებ ნათქვამია დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის მონაწილეებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში.

პატრიარქის მიმართვა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ წაიკითხა.

„ყველას გულითადად მოგესალმებით, განსაკუთრებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითია და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად.

არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა. ამიტომაც უნდა ეცადოთ, თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად, ეცადოთ თქვენც და თქვენი შვილებიც ღვთის რწმენაში განმტკიცდეთ, არ მოსწყდეთ წინაპართა ფესვებს და, ძალისამებრ თქვენისა, ხელი შეუწყვეთ საქართველოს წარმოჩენას თქვენს გარემოში.

დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გამოდის და თქვენც თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ადგილზე, თქვენი, თუნდაც მცირედი, წვლილი შეიტანეთ მის საკეთილდღეოდ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს თავისი წარმომადგენლობები უცხოეთში და ჩვენი სასულიერო პირები ცდილობენ თქვენ გვერდში დგომას, ცდილობენ მრევლში ერთობის სულის განმტკიცებას. მათი შრომის შედეგია, რომ დღეისთვის 22 სამრევლო გვყავს საფრანგეთში, 25 იტალიაში, ათი ესპანეთში, ოთხი შვეიცარიაში, 20 გერმანიასა და ავსტრიაში. რვა სამრევლო ბელგიასა და ჰოლანდიაში, 21 სამრევლო ამერიკასა და კანადაში, სამრევლოები ასევე ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, პორტუგალიასა და მალტაში. ასე რომ, ეკლესია თქვენ გვერდითაა და თქვენი ჯვრის მტვირთველობაში შეგეწევათ. მინდა, თითოეული თქვენგანი დავლოცო და ღვთისა და სამშობლოს ერთგული მსახურება გისურვოთ. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719687531

სპორტი

„ძალიან პოზიტიური გარემოა, დიდი მონდომებით, შემართებით, ვემზადებით" - ოთარ კაკაბაძე

ყველაფერს ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა...

ოთარ კაკაბაძე

1719684127

სპორტი

„მიდის სანახავად, არიიის...აბა რააა, იმედგაცრუების წლებიც დასრულებულია, დიდი გზის მხოლოდ დასაწყისში ვართ“ - გიგა გვენცაძე

„ევრო 2024“ -ის ქართველი კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში  2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებს შორის 30 ივნისს დაგეგმილ მაჩტთან დაკავშირებით წერს. გიგა გვენც...

გიგა გვეცენაძე

1719681703

სოციალური მედია

„შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს ამქვეყნად" – გიორგი ქოჩორაშვილს შეყვარებული დაბადების დღეს ულოცავს

ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი იუბილარია. მან დაბადების დღესთან დაკავშირებით უამრავი მილოცვა მიიღო. მისი შეყვარებული სანდრა მენდოსა Instagram-ზე გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და იუბილეს უ...

გიორგი ქოჩორაშვილის შეყვარებული

1719678962

მსოფლიო

ავარია რიკოთზე - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ამავე ცნობით, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა, მალევე რიკოთზე ავარიის შედეგად დაშავებულებიდან ე...

პოლიცია

1719675926

სოციალური მედია

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს პატარას

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ხუჯაძემ დაწერა. „დაიბადა თემური ხუჯაძე, სამგზის მამიდა ვარ უკვე“. ცნობისთვის, მომღერალმა თაკო თუხაშვილზე გასული წლის სექტემბერში...

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა