„მიდის სანახავად, არიიის...აბა რააა, იმედგაცრუების წლებიც დასრულებულია, დიდი გზის მხოლოდ დასაწყისში ვართ“ - გიგა გვენცაძე

„ევრო 2024“ -ის ქართველი კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში  2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებს შორის 30 ივნისს დაგეგმილ მაჩტთან დაკავშირებით წერს.

გიგა გვენცაძე წერს, რომ იმედგაცრუების წლებიც დასრულებულია და მათ აღარაფრის ეშინიათ.

„ყველაზე დიდი მატჩი მას შემდეგ რაც ჩვენ ჩვენ ვართ და არა იმპერიის ნაწილი.

იქნებ ესპანეთთან გასაშვები უკვე გავუშვით -14 ბურთი ბოლო სამ თამაშში. მოგებულიც გვაქვს, ერთხელ ხო ამხანაგურად ვაწყენინეთ.

შანსის მთვლელები ესპანეთს ისეთ ფავორიტებად მიიჩნევენ, წესით არც უნდა გვათამაშონ და პირდაპირ უნდა გაიყვანონ მეოთხედფინალში. ჩვენ კი ჩვენი ოცნება გვაქვს. პირველი გოლი იყო პირველ თამაშში, პირველი ქულა მეორეში, მოგება მესამეში და მეოთხედფინლზე ვოცნებობთ მეოთხეში. პირველში ვერ გვაჯობეს და მოგვიგეს. მეორეში გვაჯობეს, მაგრამ ვერ მოგვიგეს და მესამეში ვაჯობეთ და მოვიგეთ კიდეც.

რა იქნება მეოთხეში?

რაც არ უნა მოხდეს, რა სცენარის წერის პროცესშიც არ უნდა იყოს განგება, მთავარი უკვე მოხდა. დამარცხებულის სინდრომს ვძლიეთ და იმედგაცრუების წლებიც დასრულებულია. ჩვენი კომპლექსები დავამარცხეთ და თავისუფლები ვართ.

თავისუფალ ხალხს კი ყველაფერი შეუძლია. ჩვენ უკვე აღარაფრის გვეშინია..

იქნებ ჩვენ ოცნებასაც ვაჯობოთ...

ნებისმიერ შემთხვევაში დიდი გზის მხოლოდ დასაწყისში ვართ. მომავლის გუნდი გვყავს - კვარა, მამარდა, ჩაკვე, ჟორჟი, ქოჩორა, ზურიკო, მექვაბიშილი, წიტაიშვილი, გოჩოლეიშვილი... ეს ბიჭები 23-24 წლისანი არიან. ყველაზე უმცროსი სიგუა და კიდევ რამდენი მათი თუ უმცროსი ასაკის ტალანტები, რომლებიც 26 კაციანმა განაცხადმა ვერ დაიტია.

მიდის სანახავად...არიიის...აბა რააა...ყველაფერი საქართველოსთვის. დიდება საქართველოს“, - წერს ქართველი კომენტატორი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1719860815

სოციალური მედია

„ყველაზე დიდი საჩუქარი რაც მიმიღია ამ ცხოვრებაში თქვენი სიყვარულია, რასაც თვალისჩინივით ვუფრთხილდები“ - ანუკი არეშიძე

დიზაინერი ანუკი არეშიძე იუბილარია, დედაქალის მერის მეუღლემ უამრავი მილოცვა მიიღო. ახლახან მან სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც მისი დაბადების დღე გაახსენდა და მიულოცა, მადლობა გადაუხადა. ...

ანუკი არეშიძე

1719853999

სოციალური მედია

„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით“ - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ წერს. იგი საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.  „ამაყები და თავაწეულე...

ხვიჩა კვარაცხელია

1719852821

საზოგადოება

„გაკოჭეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ფაქტი ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და გაავრცელეს“ - 2 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნული...

პოლიცია

1719850916

სპორტი

„ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს, რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი“ - გიორგი გველესიანი

საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ წერს. იგი საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.  „ვამაყობ რომ ქართველი...

გიორგი გველესიანი

1719844177

სპორტი

„ბაიერნს“ ნოიერი ჰყავს, თუ არ ვითამაშებ, „ბაიერნში“ არ წავალ“ - რას ამბობს მამარდაშვილი კარიერულ წინსვლაზე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე. როგორც მან აღნიშნა, „რეკორდმაისტერში“ იმისთვის არ გადავა, რომ მანუელ ნოიერის დუბლიორი ი...

გიორგი მამარდაშვილი