„იმისათვის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ, გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება“ - ირაკლი კობახიძე

„ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქვეყანას მისცემს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია. ეს არის დამაკავშირებელი ფუნქცია. ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. ეს ქვეყანას მისცემს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს განვითარების ძალიან სწრაფი ტემპი, 9,7% იყო 2021, 2022, 2023 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა. ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკა არის რა თქმა უნდა, სუსტი. თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ზოგჯერ არის 30-40 ათასი დოლარი და შეიძლება, მეტიც იყოს, იგივე ირლანდიის შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში 8 000 დოლარს გადავცდით და 9 000 დოლარამდე ავდივართ წელს, ეკონომიკის კუთხით. იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა გავაძლიეროთ, გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სავალუტო ფონდის პროგნოზი არის ძალიან კარგი. 2029 წლისთვის, მაგალითად, ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა, იგივე საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ორმაგად შემცირდება, მაშინ, როცა, თუნდაც საბერძნეთთან ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა 90-იან წლებში იყო თოთხმეტმაგი. საბერძნეთთან სხვაობა მცირდება დაახლოებით 45%-მდე. თოთხმეტმაგიდან 45%-მდე“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება.

„ზრდა გვაქვს ყოველწლიურ რეჟიმში, შესაბამისად, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაც გვაქვს ყოველწლიურ რეჟიმში. თქვენ რომ აიღოთ კონკრეტული ინდიკატორები, მაგალითად, რამდენი ბინა გაიყიდა საქართველოში 2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, 2021 წლიდან. ამ ბინების 80%-ზე მეტს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. ავტომობილების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით არის სამჯერ და მეტად გაზრდილი. ეკონომიკა ვითარდება და სამჯერ მეტ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა ავტომობილი. ავტომობილების ხარისხიც გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, ეს არის ყოველწლიური პროცესი, მაგრამ ჩვენ გჭირდება, რომ ქვეყანა დაეწიოს ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა