ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვისთვის დააკავეს, საპატიმროს 2025 წლის 30 მარტს დატოვებს, - ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა.

კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა დაკავების დაწესებულებას ვადამდე დატოვებდა.

„როგორც ცნობილია, ბებუა დაკავებულ იქნა 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დაწვის აქტის განხორციელების ფაქტზე, რის გამოც 9-წლიანი საპატიმრო ვადა მიესაჯა, თუმცა ჯამში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ციხეში ამ ვადიდან 4 წელი და 6 თვე უნდა გაეტარინებინა და შესაბამისად, 30 მარტს ეს საპატიმრო ვადა ეწურება. ამდენად, ვალდებულები ვართ, გავათავისუფლოთ, თორემ მის დროზე ადრე გათავისუფლება აზრადაც არავის მოსვლია“, - განაცხადა რობერტ კიუტმა.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა 2020 წლიდან სასჯელს იხდის „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით. ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ. დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა.

2020 წლის 7 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმის გამო, რომ ციხის პირობები საკმაოდ მძიმეა, ბებუას პატიმრობის ერთი დღე ორად ეთვლება და მარტისთვის გათავისუფლება უწევს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743405691

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში

ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1743403449

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 31 მარტს ქართველმა ხალხმა ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას, ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას

„31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენასა და დიქტატს. მან ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას, ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას“, - წ...

შალვა პაპუაშვილი

1743401662

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: 31 მარტი ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა, ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა

31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური...

მიხეილ ყაველაშვილი

1743401469

საზოგადოება

„ხანგრძლივი და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები უმსხვილეს ბრიტანულ ფლაგმანთან წარმატებით დავასრულეთ, British Airways უკვე საქართველოს ავიაბაზარზეა“ – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი

„მიხარია, რომ ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირება მოხდა, რაც რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთ...

 ლევან მოსეშვილი

1743365009

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ის რომ კონფლიქტის გამწვავებისკენ მიდიოდნენ, აღიარებული აქვს „ნაცმოძრაობას“ რეზოლუცია „16-33-ში“, სადაც საქართველოს, პრაქტიკულად, ომისა და საბრძოლო მოქმედებების დაწყება დააბრალეს

 „ჩვენ ვართ ფარი იმ თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრისთვის, რომლებიც სიკვდილისა და სასჯელისთვის გაწირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯ...

სოზარ სუბარი