ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციაზე: მათთვის სასურველი შედეგი რომ არ დადგა, ამიტომ აღარ მოსწონთ ელექტრონული აპარატი?
„საქართველოს მასშტაბით იყო 3044 საარჩევნო უბანი, აქედან 788 უბანზე არჩევნები არ ჩატარებულა ელექტრონულად და რა შეიცვალა, შედეგები იქ სხვა ჰქონდათ?!“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის ლიდერების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნების ჩატარების მეთოდოლოგიის გადახედვას უკავშირდება.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, რა მეთოდოლოგიითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რადიკალური ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება.
მისივე განმარტებით, სწორედ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ ის პირები, ვინც წინასაარჩევნოდ საქართველოს მასშტაბით დადიოდნენ და აცხადებდნენ, რომ ელექტრონული არჩევნების პირობებში ყველა ხმა დაცულია. ახლა კი ეს მეთოდოლოგია არ მოსწონთ, ვინაიდან არჩევნები წააგეს.
„გვარამია და მისი თანმხლები პირები წინასაარჩევნოდ დადიოდნენ და ხალხს არწმუნებდნენ, რომ ელექტრონული არჩევნები არის გარანტი, რომ თქვენი ხმები არის დაცული. ატარებდნენ ათასგვარ ტესტებს ამ აპარატების და არწმუნებდნენ ხალხს, რომ მობრძანდით არჩევნებზე. მოიყვანეს ხალხი არჩევნებზე და წააგეს არჩევნები.
მათთვის სასურველი შედეგი რომ არ დადგა ამიტომ აღარ მოსწონთ ელექტრონული აპარატი? აქამდე ელექტრონული აპარატების გარეშე ტარდებოდა არჩევნები და პირწმინდად წააგეს ყველა“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფორმულა არა ელექტრონული არჩევნები, არამედ ის სწორი პოლიტიკაა, რომელსაც მმართველი გუნდი აწარმოებს, მათ შორის ეს ეხება სამშვიდობო პოლიტიკას.
1737640935
ახალი ამბებიქეთევან დედოფლის გამზირზე და ასევე, კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 24 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის...
1737640880
ახალი ამბებიAP: თურქეთმა და სირიამ 13 წლის შემდეგ კომერციული ავიარეისები აღადგინეს
თურქეთმა და სირიამ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნებს შორის პირდაპირი კომერციული ავიამიმოსვლა განაახლეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. პირველი რეისი სტამბოლიდან დამასკოში ავიაკომპანია Turkis...
1737640726
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან” – ამის შესახებ ინფორმაცი...
1737638535
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს. წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. „მსურს, საზოგადოებისთვის განმარტ...
1737637839
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8612 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...