რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში ნატოს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს

უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების განთავსების პერსპექტივას რუსეთი ეწინააღმდეგება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში ნატოს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 18 იანვარს ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიას, როგორც ნატოს უმსხვილეს პარტნიორს ევროპაში, თავისი როლი ექნება.

“16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა იანვრის დასაწყისში დახურული მოლაპარაკებები გამართეს ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. ხოლო 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, პისტორიუსმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს „გარკვეული დემილიტარიზებული ზონის უსაფრთხოება, რომელიც ექვემდებარება ცეცხლის შეწყვეტას“. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737640935

ახალი ამბები

ქეთევან დედოფლის გამზირზე და ასევე, კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 24 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის...

თბილისის მერია

1737640880

ახალი ამბები

AP: თურქეთმა და სირიამ 13 წლის შემდეგ კომერციული ავიარეისები აღადგინეს

თურქეთმა და სირიამ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნებს შორის პირდაპირი კომერციული ავიამიმოსვლა განაახლეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. პირველი რეისი სტამბოლიდან დამასკოში ავიაკომპანია Turkis...

თვითმფრინავი

1737640726

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან” – ამის შესახებ ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი

1737638535

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს. წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. „მსურს, საზოგადოებისთვის განმარტ...

თეიმურაზ წიქვაძე

1737637839

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8612 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი