ირაკლი კირცხალია Byline Times-ის სტატიაზე: ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს გადგმული ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“

 ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“, გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დაარქვით, რომელსაც ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტრამპი და მისი ადმინისტრაცია წინასაარჩევნოდ გამოიყენებდა და ასე ღიად გაუხსნიდა ცეცხლს თავიანთ ქვეყანაში, ჩვენ უკვე ვამხელდით იმიტომ, რომ იმ დიდი და ბოროტი სქემის ნაწილი იყო ჩვენი ქვეყანაც, რასაც ესენი კარნახობდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ Byline Times-ის სტატიაზე საუბრისას.

„ქალბატონი საბანაძე, ბატონი კაპანაძე, მათი წარსული ძალიან მოკლედ რეტროსპექტივაში რომ გავიხედოთ, ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ცრუ დასმენას აწარმოებდნენ სხვადასხვა კომისიაზე, თავიანთსავე პატრონებთან, ძალიან ბევრი რეზოლუციის, აქტის, განცხადების თანაავტორები. ვხედავთ, რომ მათივე სტატიაზე, ანუ თავიანთ აგენტურულ ქსელზე დაყრდნობით, ესა თუ ის გამომცემლობა [აქვეყნებს სტატიას]. რა მნიშვნელობა აქვს, ცნობილი გამომცემლობაა თუ არ არის ცნობილი, წყარო ხომ ცნობილია, რაც არის - აქ, ამ აგენტურამ ხომ მიაწოდა ინფორმაცია, ამ აგენტურის ინფორმაციას ხომ დაეყრდნო თავისი პატრონი, თავიანთი აგენტურული ტელევიზიებით ხომ გაავრცელეს ეს თემა. ებრძვიან სიმართლეს, საღ აზრს, ობიექტურობას და სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Byline Times-ის სტატია, სადაც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე წერს, შეკვეთილი და დაფინანსებულია სოროსის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და სერგი კაპანაძისა და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744131018

საზოგადოება

ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. რკინიგზის ცნობით, „სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალ...

ბათუმი თბილისი

1744129203

მსოფლიო

საფრანგეთში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სოციალურ ქსელში მარინ ლე პენის საქმის მოსამართლეს დაემუქრა

საფრანგეთში, პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სოციალურ ქსელში მუქარა გამოთქვა მარინ ლე პენის საქმის მოსამართლის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. 76 წლის მამაკაცი დააკავეს...

საფრანგეთის პოლიცია

1744128689

მსოფლიო

აშშ-მა პოლონეთის აეროპორტიდან ჯარები გაიყვანა, თუმცა ისინი ქვეყანაში რჩებიან - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის ჯარები პოლონეთში რჩებიან, სტრატეგიული ჟესოვ-იასიონკას აეროპორტის დატოვების მიუხედავად. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, წერს RMF24. „ამერიკული ჯარე...

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშ

1744125842

საზოგადოება

Justin Timberlake-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია: „დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა, 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია“

Justin Timberlake-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 აპრილს დაიწყო. ამერიკელი მეგავარსკვლავი ათობით ათასი მელომანის წინაშე „დინამო არენაზე“ 23 ივლისს წარდგება. „დღეს Starring Georgia-სთვის კი...

Justin Timberlake

1744123051

საზოგადოება

ია მეტრეველი: საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია

ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.„დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და საბოლოოდ ის ბოროტი რეჟიმი, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრა...

ია მეტრეველი