ირაკლი კირცხალია გრანტების კანონზე: მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისთვის, რომ იყოს ბერკეტები, ფილტრი, რომ აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, ბინძური მიზნებისთვის, რომელსაც აქაური აგენტურული ქსელი წარბშეუხრელად ასრულებს

მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისა და სუვერენიტეტისთვის, რომ იყოს მაქსიმალური შემზღუდავი ბერკეტები, მაქსიმალური ფილტრი, რათა აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, იმ ბინძური მიზნებისთვის, რომელსაც აქაური აგენტურული ქსელი წარბშეუხრელად ასრულებს, ის ხალხი, რომელიც ბომბების წვიმას ნატრობდა რუსთაველის გამზირზე 2022 წელს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გრანტების კანონზე საუბრისას.

„როდესაც ასეთი გამოწვევებია მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენი ქვეყნის მიმართ, მსგავსი კანონი არის მნიშვნელოვანი პირდაპირ პრევენციული კუთხით, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ჩვენს ქვეყანაში უცხო გავლენა, ბოროტი, ბინძური და მტრული გავლენა და ის ინტერესები, რომელიც ნიშნავს და წარმოადგენს პირდაპირ ჩვენი ქვეყნის პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება, იმ პროქს დამანგრეველ ომში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის შუაგულში.

ისინი არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციებს არ წარმოადგენდნენ თავიდანვე. ესენი იყვნენ ორგანიზაციები, შპს-ები, რომელიც იყვნენ იმ დიდი ბინძური და შავი ფულის გამტარი ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიებისთვის. პოლიტიკური პარტიის შემადგენელი შპს, რომელიც თავის თავს არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს რა განცხადებას გააკეთებს, ჩემთვის, ქართველებისთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რადგან მათ სახე, წარსული, მოქმედების ველი, არეალი და მიზნები ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744703312

ახალი ამბები

ჯონდი ბაღათურია: რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, გაუნათლებლობის ფოიერვერკია და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, შეიძლება, ასე ბრბოდ გადააქციო, თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე

ვფიქრობ, საერთოდ განათლების სისტემის კრახია, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფოიერვერკია, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის დროებითი...

ჯონდი ბაღათურია

1744702610

ახალი ამბები

ჯონდი ბაღათურია: სახელმწიფო ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი ტელეკომპანია რ2-ის ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქ...

ჯონდი ბაღათურია

1744702082

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და ს...

ნარკოტიკი ამოიღო

1744701227

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ

„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ“- ამის შესახებ, „ერთიანი ნ...

ვატო შაქარიშვილი

1744699955

საზოგადოება

სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარი ინტენსიურად მოწმდება. „სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე...

კვერცხი