ირაკლი კირცხალია: მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ახლა ვნახეთ სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთი მსხვილი იყო გილაურის ფონდი

მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ბრძანებით და ახლა ვნახეთ გაჩენილი სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთი მსხვილი იყო გილაურის ფონდი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.
მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს სახელსა და გვარს, მეორდება იგივე სცენარი, რომ თურმე ეს ყველაფერი საჭირო იყო საქველმოქმედო აქციებისა და მიზნებისთვის.
„ინფორმაცია, რომელიც გავიგეთ საზოგადოებამ FARA-ს დოკუმენტაციიდან, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. პირველ რიგში ამ ადამიანის მიმართ, რომელიც მართავდა „ნაცმოძრაობის“ ფლანგს და როგორც არ უნდა გაემიჯნოს, ეს მაინც ასეა. ამბობდა, რომ ყოველთვის პოლიტიკისგან შორს იდგა. არის ისევ და ისევ იგივე სცენარი, რომ თურმე რაღაცა საქველმოქმედო აქციებში და მიზნებში უნდა დახარჯულიყო ეს ყველაფერი. ვხედავთ ერთსა და იმავე სცენარს, იქნება ეს გილაური, თუ კიდევ სხვა სახელი და გვარები. არ დაგვავიწყდეს, ის არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც რეალურად უკვე გაიშიფრნენ და გაშიშვლდნენ ოფიციალურად, რომ თურმე იმ შავი ფულის გამტარი ორგანიზაციები ყოფილან და არა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე გაიშიფრნენ ასეთი ფონდები, რომ თითქოს რაღაც ქველმოქმედების ნიღბის ქვეშ არიან, ისე, როგორც ე.წ. NGO-ებზე იყო. გახსოვთ როგორც წევდნენ პიარულად და პროპაგანდისტულად ამ თემას.
იგივეა ეს ყველაფერი. ახლა ვნახეთ, რომ ამ მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით, ბრძანებით და ახლა ვნახეთ აქ გაჩენილი სხვადასხვა ფონდი. მათ შორის, ერთ-ერთი მსხვილი ფონდი იყო გილაურის ფონდი, საიდანაც მოუწოდებდა იგი ბიზნეს-სექტორს, რომ როგორმე აქ ჩარიცხეთ თანხები. როგორც ვიცი, ბიზნეს-სექტორიდან რამდენიმე მონაწილემ ჩარიცხა კიდეც. თუ იძახი, რომ აპოლიტიკური ხარ, აშკარად პოლიტიკურ ანგაჟირებაში ხარ შესული და აშკარად პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი, მოუწოდებ ბიზნეს-სექტორს, ასე ვთქვათ არაპოლიტიკური კუთხით, რომ თანხები ჩარიცხეო. კითხვა მაქვს, ეს თანხები, რომელიც ბიზნეს სექტორიდან ჩაირიცხა, შემთხვევით ის თანხები ხომ არ არის, რომლის ნაწილიც გადარიცხული აქვს და რა ხელშეკრულებაც გაფორმებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში? არ მგონია ბატონ გილაურს ისეთი ბექგრაუნდი ჰქონდეს, თუნდაც პოლიტიკური ან ბიზნეს საქმიანობის, რომ გვარამიამ რაღაც უთხრას და ეს მარტივად დაიჯეროს. ნაკლებად მგონია, თუმცა დარწმუნებით არაფერს ვიძახი. არ მგონია, რომ ვინმეს ნაკარნახევი ყოფილიყო და თავის სურვილი არ ყოფილიყო ამ ყველაფერში და არ ყოფილიყო ამ დიდი სურათის მონაწილე.
რაც შეეხება ახლა იმ ხელშეკრულებას და იმ 600,000 დოლარს, რომელიც უნდა გადაირიცხოს ლობისტურ კომპანიაში და ე.ი. რას უნდა ულობისტონ? ამას ზედმეტი ფიქრი და ლოგიკაც არ სჭირდება“,- აღნიშნა კირცხალიამ.
1742406330
სპორტივილი სანიოლი: ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება
ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგ...
1742404450
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში
საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მისი ანასხლეტები სხვადასხვა პარტიი...
1742402439
სპორტიეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა - ოთარ კიტეიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრ...
1742400576
მსოფლიობინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის წინ გარდაიცვალა - შემთხვევა ესპანეთში მოხდა
ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე მდებარე ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ქალის ცხედარი მამა-შვილმა იპოვა, რომელი...
1742399620
მსოფლიოპუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს. მისი თქმით, რუსული არმია კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურე...