პრემიერი: საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ნებისმიერ ურთიერთობებში, გვაქვს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს

 საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ჩვენ ნებისმიერ ურთიერთობებში, ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს.

„ვინმეს თუ აინტერესებს, მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრაზე საუბარი იყო თუ არა რიგგარეშე არჩევნებზე და ასეთ თემებზე, არავითარი ასეთი საუბარი არ ყოფილა. საქმე ეხებოდა არსებითად ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებს. ბუნებრივია, აშშ არის სუპერ სახელმწიფო, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ის ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან უყურებს საკუთარი ინტერესების პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერესები და ამ ინტერესებსაც მკაფიოდ გავაცნობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში. თქვენ ხედავდით, როგორ გვემტერებოდა კონკრეტული ადმინისტრაცია. ისინი, სამწუხაროდ, მოქმედებდნენ სახელმწიფოს სახელით, მაგრამ იყო კონკრეტული ადმინისტრაცია, რომელიც გამოირჩეოდა პირდაპირ მტრული საქმიანობით ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს აისახა კონკრეტულ მტრულ გადაწყვეტილებებში, როგორიც იყო უმაღლესი თანამდებობის პირების სანქცირება და ა.შ. არაფერს ვამბობ კონკრეტულ ქმედებებზე, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ვითარების არევის მცდელობასთან, რაც უკავშირდება ომის იდეას, მეორე ფრონტის იდეას და ა.შ. იყო უამრავი პრობლემა. ამ ფონზე ჩვენ გვექნება ჩვენი გზავნილები და გვაქვს ეს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის მიმართ. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. თუ იქნება სამართლიანობა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების თვისებრივად განახლებას, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო არის პატარა სახელმწიფო და ასეთ ვითარებაში აშშ-ს აქვს უფრო ძლიერი პოზიციები, მაგრამ ამასთან ერთად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევა ნებისმიერ ურთიერთობებში.

„ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა, ვფიქრობ, რომ აღდგება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742404450

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში

 საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მისი ანასხლეტები სხვადასხვა პარტიი...

ირაკლი კირცხალია

1742402439

სპორტი

ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა - ოთარ კიტეიშვილი

 საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრ...

ოთარ კიტეიშვილი

1742400576

მსოფლიო

ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის წინ გარდაიცვალა - შემთხვევა ესპანეთში მოხდა

 ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე მდებარე ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ქალის ცხედარი მამა-შვილმა იპოვა, რომელი...

ააა

1742399620

მსოფლიო

პუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს. მისი თქმით, რუსული არმია კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურე...

ვლადიმირ პუტინი

1742397312

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ახლა ვნახეთ სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთი მსხვილი იყო გილაურის ფონდი

მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ბრძანებით და ახლა ვნახეთ გაჩენილი სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთ...

კირცხალია