„ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა, ერევანში მოვიგებთ და თბილისში ფრე იქნება“ - „ალაშკერტის“ მთავარი მწვრთნელი

„ალაშკერტის“ მთავარი მწვრთნელი ედგარ ტოროსიანი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებთა მოახლოებულ მატჩებს გამოეხმაურა და ვარაუდი გამოთქვა, რომ დაპირისპირებაში გამარჯვებული მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი გამოვა.

„ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და მოახლოებული შეხვედრები მას საშუალებას მისცემს, ფეხბურთელები უკეთ გაიცნოს. ვფიქრობ, მისი მხრიდან ექსპერიმენტებიც იქნება და ძალიან საინტერესოა იმის ხილვა, ის ნაკრებს რა ახალ შტრიხებს შემატებს. საქართველოს ნაკრები ნამდვილად საინტერესო მეტოქეა, ამდენად, ორი ძალიან სანახაობრივი თამაში გველის.

სომხეთის ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს. მოულოდნელობა არაფერია. კარგია, რომ გუნდში დაბრუნდა ტიგრან ბარსეგიანი. ის კარგ ფორმაში იმყოფება და შეუძლია, ნაკრებს დიდი დახმარება გაუწიოს. პროგნოზის გაკეთება იოლი საქმე არაა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მატჩებში ბევრი გოლი არ გავა. საშინაო მატჩი 1:0 უნდა მოვიგოთ, თბილისში კი 1:1 იქნება“, - აცხადებს ედგარ ტოროსიანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742404450

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში

 საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მისი ანასხლეტები სხვადასხვა პარტიი...

ირაკლი კირცხალია

1742402439

სპორტი

ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა - ოთარ კიტეიშვილი

 საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრ...

ოთარ კიტეიშვილი

1742400576

მსოფლიო

ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის წინ გარდაიცვალა - შემთხვევა ესპანეთში მოხდა

 ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე მდებარე ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ქალის ცხედარი მამა-შვილმა იპოვა, რომელი...

ააა

1742399620

მსოფლიო

პუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს. მისი თქმით, რუსული არმია კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურე...

ვლადიმირ პუტინი

1742397312

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ახლა ვნახეთ სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთი მსხვილი იყო გილაურის ფონდი

მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ბრძანებით და ახლა ვნახეთ გაჩენილი სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთ...

კირცხალია