ირაკლი კობახიძე ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ აჩვენა.

„მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.

ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სამმხრივ დიალოგს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737112108

ახალი ამბები

„1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს“ - კახა კალაძე

„ოპოზიციის წარმომადგენლები გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების...

კახა კალაძე

1737110576

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მ...

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

1737109588

ახალი ამბები

კახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, არც რუსეთის მოქალაქე ვარ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზ...

კახა კალაძე

1737105236

ახალი ამბები

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში მიწის ნაკვეთი დაათვალიერეს, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთ...

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმ

1737104747

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ირანის პრეზიდენტს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი ცივილევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და...

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა