ირაკლი ზარქუა: მზია ამაღლობელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ „ეს კინო ნანახი გვაქვს“ სააკაშვილის სახით
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2021/07/23/2961/irakli-zarqua_w_h.jpeg)
„ქალბატონ ამაღლობელს მე კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს სააკაშვილის სახით. გახსოვთ, 100 დღე თუ მეტი შიმშილობდა ის კაცი“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროსაც, ხელისუფლებას ევროპიდან ამუნათებდნენ და ადანაშაულებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. მისივე თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში, ვერავის ექნება ინდულგენცია, რომ თუ შიმშილობას დაიწყებს, გაათავისუფლებენ.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისი თუ სჭირდება, ის მივაწოდოთ, დანარჩენი, ბრალდებული გადაწყვეტს, რა და როგორ გამოხატოს თავისი პროტესტი. ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავისუფალი საზოგადოებით. მაშინაც გახსოვთ, როგორ გვამუნათებდნენ, გვაშავებდნენ ევროპიდან, რომ თურმე, ვკლავდით, ვწამლავდით პატიმარ სააკაშვილს - ტყუილი აღმოჩნდა, კვება დაიწყო, ნორმალურად არის.
არავის ექნება ინდულგენცია, თუ შიმშილობას დაიწყებს, რომ გამოუშვებენ. არის კონკრეტული ბრალდება, დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლე და პროკურორი გადაწყვეტენ, რა და როგორ იქნება. ჩვენ შემდგომ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ამ თემაზე კომენტარი გავაკეთოთ. არც პეტიცია, არც რეზოლუცია და არც ჯო უილსონის ტვიტერი არ იქნება პრევენცია იმისთვის, რომ დამნაშავემ თავი აარიდოს სასჯელს - გამორიცხულია, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპაში თუ ამერიკაში პოლიციელზე თავდასხმას ვინმე გაატარებდა, იგივე რეაგირება არ ექნებოდა? მე მინდა ევროპარლამენტარებს მივმართო: სახლში გაუშვებდით, თქვენს ქვეყანაში პოლიციელს თუ ასე ვინმე ხელს გაარტყამდა? - ეს საქართველოა, სამართლებრივი სახელმწიფო, უდიდესი ისტორიის და ცივილიზაციის მქონე, ნუ აგერევათ რომელიმე სხვა ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
1739283861
ახალი ამბები„ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება დაკავშირებ...
1739281763
ახალი ამბები„სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას - მაშინ დაანებე თავი ჩემს ქვეყანას“ - ლევან მაჭავარიანი
„ვისი ფულიც ემსახურება საქართველოში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას, მაშინ სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას, მ...
1739280061
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8004 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7813 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1739278914
ახალი ამბები„კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე“ - „თბილისი ენერჯი“
„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ამ წუთის მონაცემებით: დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია; ვაკე-წყნეთი: 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა...
1739278296
ახალი ამბები„მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით“ - ირაკლი კობახიძე
„არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გა...