პრემიერი: უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვას ევროსაბჭოს კონგრესის განცხადებაზე, რომელიც ხელისუფლებას მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს, პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას.

„ესეც უკრაინიზაციას გვაგონებს. უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ. საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას, კანონმდებლობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739281763

ახალი ამბები

„სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას - მაშინ დაანებე თავი ჩემს ქვეყანას“ - ლევან მაჭავარიანი

„ვისი ფულიც ემსახურება საქართველოში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას, მაშინ სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას, მ...

ლევან მაჭავარიანი

1739280061

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8004 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7813 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1739278914

ახალი ამბები

„კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე“ - „თბილისი ენერჯი“

„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  „ამ წუთის მონაცემებით: დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია; ვაკე-წყნეთი: 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა...

გაზი

1739278296

ახალი ამბები

„მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით“ - ირაკლი კობახიძე

„არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გა...

ირაკლი კობახიძე

1739277337

ახალი ამბები

„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში“ - პრემიერი

„ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle...

ირაკლი კობახიძე