პარლამენტმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ შექმნა

საკანონმდებლო ორგანომ 83 ხმით მხარი დაუჭირა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს.

დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია სამი თვით. თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მინიმუმ ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები იმ პასუხისმგებლობიან გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება აღნიშნული კომისიის მუშაობას და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738760951

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8224 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8378 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1738759654

ახალი ამბები

ბრიუსელის ცენტრში, მეტროსადგურთან სროლის შემდეგ პოლიცია შეიარაღებულ პირებს ეძებს

ბრიუსელის ცენტრში, მეტროს სადგურთან სროლის შემდეგ პოლიცია შეიარაღებულ პირებს ეძებს. „ბიბისი“ წერს, რომ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, სულ მცირე, ორი პირი, რომლ...

ბრიუსელიბრიუსელი

1738756935

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამ...

ირაკლი კობახიძე

1738755509

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აშშ-ში ამხელა სკანდალია ატეხილი USAID-ზე, ეჭვი გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ორგანიზაციებიც იმავეს საქმიანობდნენ საქართველოში

„აშშ-ში ამხელა სკანდალია ატეხილი USAID-თან დაკავშირებით. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ორგანიზაციებიც იმავე საქმიანობას ეწეოდნენ საქართველოში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმ...

ლევან მაჭავარიანი

1738754237

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

4 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია „ბაკურიანი ციდას“ წყლით სავარაუდო მოწამვლის შესახებ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევები ჩაატარა, რომლის შედეგებ...

ბაკურიანი ციდა