იტალიური ჟურნალი საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2025/02/12/25384/dato-maghradze_w_h.jpeg)
ცნობილი იტალიური ჟურნალი MicroMega დღევანდელ ნომერში საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს.
პუბლიკაციაში მაღრაძე პუბლიცისტ მარკო სკარდოვის კითხვებს პასუხობს და საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქართული კულტურა, ქრისტიანულ ცივილიზაცია, ღირებულებითი კრიზისი, დღევანდელი საქართველო და პოეზიის მისია თანამედროვეობაში.
როგორც მაღრაძე აღნიშნავს, „ღირებულებათა კრიზისმა დღევანდელობაში პიკს მიაღწია.
„მორალური ქაოსი“ - ტენდენცია, რომ ადამიანი დარჩეს კარგისა და ცუდის გარჩევის გამოცდილების გარეშე, შემოთავაზებულია სახელმწიფო რელიგიის ხარისხით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში საკონსტიტუციო დონეზე ასახული ცვლილებებით იმკვიდრებს თავს. როგორც ჩანს, იდეის ავტორებმა განსაზღვრეს, რომ „მორალური ქაოსი“ ერთდროულად სავალდებულოც უნდა იყოს და მოდურიც, - სკოლაშიც უნდა აღწევდეს და სკოლის ტუალეტშიც და ამ ყოველივემ საყოველთაო პოლიტკონიუნქტურის სახე მიიღო. რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრების თავისუფლად განსაზღვრის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ერთის პირადი ცხოვრება მეორეს რელიგიად არ უნდა გამოცხადდეს. ამ მხრივ იმედის მომცემია აშშ-ს ძველი და ახალი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის განცხადება, რომ არსებობს ორი გენდერი - ქალი და კაცი“, - წერს მაღრაძე.
დავით მაღრაძე წერილში ასევე ამბობს, რომ მისი აზრით, ძველ ევროპას პოლიტიკური ამბიცია მნიშვნელოვნად დაათმობინეს და იმედს გამოთქვამს, რომ „ის ამ ამბიციას მალე დაიბრუნებს“
„ევროპის ხმა უნდა ისმოდეს აუდიტორიაში, ქუჩაში, საპარიკმახეროში, სასამართლოში და ევროპა არქივში, მუზეუმში, გალერეასა და საცავში ვერავინ ვერ უნდა გამოკეტოს.
ანუ ევროპა უნდა იყოს - დღეს! და არა მხოლოდ - გუშინ! ამ ყოველივეზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რადგან საქართველოს პოლიტიკურ -კულტურული, გნებავთ სულიერი განვითარების გზა ტრადიციულად ევროპასთან ურთიერთობაზე გადის და რომ ეს ურთიერთობა ჩვენთვის და პირადად ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს და მკაფიო პოზიციას არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის გულისწყრომა და მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.
ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკა უმთავრესად იმითა არის გამოწვეული, რომ საქართველო ქმნის მოულოდნელ პრეცედენტს და უპირველეს ყოვლისა იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესს და იბრძვის ქვეყნის სუვერენიტეტისათვის, რაც როგორც ჩანს, კრიტიკოსთათვის პირველხარისხოვანი ამოცანა არ არის და მათ ენაზე ამას დემოკრატიის უკუსვლა ჰქვია. კრიტიკოსთა უკმაყოფილება ხშირად ნაკარნახევია რუსულ რეჟიმთან საქართველოს „არაჯეროვანი“ დაპირისპირებით, რაც მათ თარგმანში დემოკრატიის გზიდან გადახვევად იკითხება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფო რუსეთის მიმართ თითქმის ყველა საპროტესტო რეზოლუციას შეუერთდა და ზოგიერთი მათგანის ინიციატორიც იყო, როგორც ჩანს, ევროპის პოლიტიკური წრეების ნაწილში საქართველოსგან მეტს ელოდნენ. უკრაინის პარალელურად საქართველოს მისამართით გაისმა მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებები. მინდა, ჩვენს კრიტიკოსებს შევახსენო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულია და ამის გამო ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთების შემცველი განცხადებები სიტუაციას ოდნავადაც ვერ ცვლის.
ზემოაღნიშნული ფონის, (ვგულისხმობ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებს), და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გათვალისწინებით საქართველოს იმავე ტემპერატურის დაპირისპირება მოსთხოვო რუსეთთან, როგორც გერმანიასა ან საფრანგეთს, ვფიქრობ, არც ლოგიკურია და არც სამართლიანი.
თუ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილს საქართველო არ მიუერთდა, რაც რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებდა, ხოლო ქართულ ეკონომიკას დაანგრევდა, ვფიქრობ ევროპის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის ქვეყნებს, რომ ისინი ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საფუძვლიან იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს და ევროპას შორის აღდგება ტრადიციული სრულფასოვანი ურთიერთობა არა მხოლოდ პროცედურულ საკითხთა მიმართულებით, არამედ საგანმანათლებლო, სულიერი და კულტურული ურთიერთობის გზაზე. მჯერა, რომ ეს ურთიერთობა ორმხრივად სასარგებლო იქნება“,- აღნიშნულია მაღრაძის წერილში.
1739359491
ახალი ამბები„ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ“ - ზურაბ ქადაგიძე
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. ქადაგიძის თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალ...
1739358226
ახალი ამბები„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“ - ლევან მახაშვილი
„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საერ...
1739356263
ახალი ამბები„ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს - ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი“ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებს, თუმცა, პარალელურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამი...
1739355899
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როცა „გამჭვირვალობა - საქართველო“ ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, ნამდვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ახალ ინდექსს აქვეყნებს, რაც ადასტურებს ბრიუსელის ორმაგ სტანდარტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 2024 წლის კორუფციის აღქმის გლობალური ინდექსის კვლევის შედეგებს ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა ზოგიერთი ბრიუსელელი ჩინოვნ...
1739354957
ახალი ამბებიკახა კალაძე შევჩენკოს შესახებ: დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს, პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან
„რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებ...