„ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს - ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებს, თუმცა, პარალელურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იმისთვის აირჩიეს, რომ გაატაროს თავისი ქვეყნის ინტერესები - ისეთი პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება თავიანთი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ან ევროკავშირის რომელიმე გაზულუქებული ბიუროკრატი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს არასამართლიან განცხადებებს, ვერ იზრუნებს საქართველოზე. მათ, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში თავიანთი ინტერესები აქვთ. ჩვენც იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ ვართ ამდენი ხანი ხელისუფლებაში, რომ ვალდებული ვართ, პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, გავატაროთ ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, რომლის უამრავი მაგალითი არსებობს.

„რა თქმა უნდა, პარალელურად, მზად ვართ, გავაღრმაოთ ურთიერთობები ევროპასთან, აშშ-სთან. არავის მოსწონს ეს დესტრუქციული ურთიერთობა აშშ-სთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი, მოახერხებს, პირველ რიგში, დაამარცხოს „დიფ სთეითი“ და არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს. საქართველოს ხელისუფლება მზადაა მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. უამრავი მაგალითი არსებობს, რომ ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები და კარგი მეგობრები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739359491

ახალი ამბები

„ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ“ - ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. ქადაგიძის თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალ...

ზურაბ ქადაგიძე

1739358226

ახალი ამბები

„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“ - ლევან მახაშვილი

„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საერ...

ლევან მახაშვილი

1739355899

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: როცა „გამჭვირვალობა - საქართველო“ ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, ნამდვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ახალ ინდექსს აქვეყნებს, რაც ადასტურებს ბრიუსელის ორმაგ სტანდარტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 2024 წლის კორუფციის აღქმის გლობალური ინდექსის კვლევის შედეგებს ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა ზოგიერთი ბრიუსელელი ჩინოვნ...

პოლიტიკა

1739354957

ახალი ამბები

კახა კალაძე შევჩენკოს შესახებ: დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს, პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან

„რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებ...

კახა კალაძე

1739353097

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა საყდრის დესპანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა საყდრის დესპანთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესა...

პრეზიდენტი