კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო კოლონიად აქციოს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რომ ვიღაცებს აქვთ მცდელობა, დაიმონოს ჩვენი ქვეყანა და გახადოს კოლონია, ეს არავის გამოუვა. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცავთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით მოიპოვეს - ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების გამო შეეწიროს ჩემი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. არავის აქვს უფლება, კაბინეტში პრემიერ-მინისტრს, მაშინდელი პარტიის თავმჯდომარეს, მხედველობაში მყავს ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, მიაყენოს შეურაცხყოფა და აკეთოს მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და ამით დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიწირავს ქვეყნის ინტერესს და აქ გვექნება იგივე მდგომარეობა, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გადაიტვირთება და ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა დამყარდება.
„რაც შეეხება აშშ-ის ჯერ კიდევ არსებულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, როგორც იცით, ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები ვნახეთ. მოვისმინეთ უამრავი არასწორი განცხადება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. გულდასაწყვეტია ის, რომ ქვეყანასთან გაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და არ გვქონდა პირდაპირი ფრენები, ქართველებს უწევდათ ამ მექსიკიდან შესვლა, ან რაღაცის გამოგონება, რათა შესულიყვნენ ამერიკაში. თუ ნახავთ სტატისტიკას, თუნდაც მეზობელ ქვეყნებს რომ შევადაროთ, ყველაზე ნაკლები ვიზა გაიცემოდა საქართველოს მოქალაქეებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში გადაიტვირთება ურთიერთობა, იქნება ნამდვილი მეგობრული და დამყარდება ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სანქციებს, მერი ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მუქარა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები.
„ეს უბრალოდ შანტაჟის ელემენტებია. ჩვენ ვისმენდით უამრავ მუქარას, ვისმენდით გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი მუქარა და ანგარიშსწორება, რომ საქართველომ არ მიიღო გადაწყვეტილება ომში ჩართვასთან დაკავშირებით, დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს ინტერესები დავიცავით პირველ რიგში. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს და არავის ვემტერებით. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, გვინდა, იყოს ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩვენ გვინდა ასევე მეგობრობა და ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, არა მხოლოდ საუბრით, არამედ კონკრეტული საქმეებით, რომ ვართ სანდო პარტნიორები და კარგი მეგობრები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და კატეგორიულად მიუღებელია ბატონყმური დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1736773205
მსოფლიოინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და რომელშიც წელს 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ theguardian.com იუწყება. ფესტივალის მთავარი ტრადიციაა წყალში ბანაო...
1736770952
ახალი ამბებისამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 ჰ...
1736766592
ახალი ამბებიკახა კალაძე კულებას განცხადებაზე: მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ
„მინდა, კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფ...
1736764869
მსოფლიონიგერიელმა სამხედროებმა ავიაიერიშის დროს შეცდომით 16 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს - BBC
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზამფარას შტატში საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. როგორც BBC წერს, სავარაუდოდ, ნიგერიელ სამხედროებს ისინი კრიმინალურ დაჯგუფებაში აერ...
1736761805
მსოფლიო„ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი მომდევნო დღეებსა თუ კვირებში შედგება“ - მაიკ უოლცი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი უახლოესი დღეებისა და კვირ...