Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფასი გაიზარდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი 25 მილიონამდე გაიზარდა, რასაც Transfermarkt-ის განახლებული შეფასებები მოწმობს.
საქართველოს 21-წლამდელთა გუნდმა ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. ხორვატია ევრო 2025-ის პლეი ოფში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. შესაბამისად, გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალმა ჩვენი მოთამაშეების გრაფაში ცვლილებები ძირითადად ამის გათვალისწინებით შეიტანა. გუნდის ჯამური ფასი 25.25 მილიონი ევროა.
ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა სიას „ემპოლის“ 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე ლიდერობს, რომლის ტრანსფერიც 8 მილიონად შეფასდა. სამეულში ასევე არიან ირაკლი აზაროვი და საბა საზონოვი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
საბა გოგლიჩიძე, „ემპოლი“ – 8.00 მილიონი ევრო
ირაკლი აზაროვი, დონეცკის „შახტარი“ – 4.50 მილიონი ევრო
საბა საზონოვი, „ემპოლი“ – 2.50 მილიონი ევრო
გაბრიელ სიგუა, „ბაზელი“ – 2.50 მილიონი ევრო
ლუკა გაგნიძე, მოსკოვის „დინამო“ – 1.50 მილიონი ევრო
საინტერესოა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი უფრო მეტია, ვიდრე ბევრი ეროვნული ნაკრების: ახალი ზელანდიის (23.83 მილიონი), კიპროსის (21.15), საუდის არაბეთის (18.85), ყაზახეთის (18.18), ბოლივიის (17.63), ლიეტუვის (16.53), აზერბაიჯანის (16.50), მოლდოვას (15.58), ჩინეთის (13.50), ბელარუსის (12.30), ესტონეთის (11.53) და ლატვიის (10.95) ნაკრებების.
1736361938
მსოფლიოგრენლანდიისა და კანადის გამო ტრამპს შეუძლია დაივიწყოს პუტინი და უკრაინა - პოლიტოლოგი
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა, რომელიც, ასევე, ეხება უკრაინას. კერძოდ, ის იმედოვნებს, რომ ომი უკრაინაში ექვს თვეში დასრულდება. ამასთან, ის უკრაინის ნატოში...
1736358407
ახალი ამბები„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება“ - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსები ცირკულირებს. ამასთან, იმნაძე დასძენს, რომ ქვეყა...
1736356373
მსოფლიოდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გრენლანდია, შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, მაგრამ არ გახდება აშშ-ის შტატი
გრენლანდია, შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, თუ მის მცხოვრებლებს სურთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს აშშ-ის შტატი, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხად...
1736353143
მსოფლიოაშშ მალე რუმინელებს უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს
შეერთებული შტატები და რუმინეთი პარასკევს, 10 იანვარს ხელს მოაწერენ შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. შეთანხმება მოქალაქეებს საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებში უვიზოდ გაემგზავრონ, - როგორც Europe...
1736351844
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი Meta-ს გადაწყვეტილებაზე: ეს არის კატასტროფული ინფორმაცია ოპოზიციისთვის
„ეს არის კატასტროფული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაცია ეკუთვნით სერგი კაპანაძეს და ქალბატონ კინწურაშვილს“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნები...