კაცს, რომელმაც ბავშვები ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო, პლასტმასის მილით სცემა, სასამართლომ 5 წლით პატიმრობა და 2000 ლარის ჯარიმა შეუფარდა
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2022/10/28/18007/bavshvze-zaladoba_w_h.jpeg)
კაცს, რომელმაც არასრულწლოვნებს ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო, პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გორის რაიონულმა სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.
ბავშვების ინტერესებს სასამართლოში PHR იცავდა.
„ბავშვზე ფიზიკური ძალადობა თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა.
დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე) ბავშვის ფიზიკური დასჯის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბავშვზე მოძალადეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით აწარმოებს.
ერთ დღეს, გიორგიმ ხილი უნებართვოდ მოკრიფა. ამის გამო კი ხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ, ბავშვი ხიდან ძალით ჩამოათრია, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.
დღეს, ძალადობის ფაქტიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელმაც გიორგი დასაჯა და ღირსება შეულახა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1739365402
ახალი ამბებიიტალიური ჟურნალი საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს
ცნობილი იტალიური ჟურნალი MicroMega დღევანდელ ნომერში საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს. პუბლიკაციაში მაღრაძე პუბლიცისტ მარკო სკარდოვის კითხ...
1739363850
ახალი ამბები„სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს“ - ზაალ ანჯაფარიძე
„როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ „ბაბლთან“ ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი“,- წერს ექსპე...
1739361648
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა
საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა (E-GATE) ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქართულ და მალაიზიუ...
1739359491
ახალი ამბები„ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ“ - ზურაბ ქადაგიძე
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. ქადაგიძის თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალ...
1739358226
ახალი ამბები„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“ - ლევან მახაშვილი
„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საერ...