კირცხალია: ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ

„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია თავიანთი მზაკვრული მიზნებისთვის გმირებს ვერ გამოიყენებს.
„ამ უსამშობლოებმა რაღაც თავისუფალი მარში დაგეგმეს. ამ ყველაფერს რა კონტექსტი აქვს, ეს ნიშანდობლივია, კონტექსტი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობიდან მომდინარეობს. მათი პარტაქტივი გამოდის, აგენტურული ქსელის დანაყოფები გამოდიან და ისტორიულ დღეს, გმირი ბიჭების სახელებს ამოფარებულები მარშის მოწყობას აპირებენ. სად, როდის და რა კონტექსტში აწყობენ? გახსოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო სასამართლოებში რა სასამართლო პროცესები მოიგო, სადაც წერტილი დაესვა იმ თემას, რასაც ჰქვია ჩვენი მხრიდან რაიმე სახის დანაშაულს რუსეთის მიმართ.
რომელ ჯარზე, რომელ ღირსებაზე მელაპარაკებიან ეს უსამშობლოები, თავიანთი მზაკვრული გეგმებით აგენტურული ქსელი არიან. ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ. თავიანთი მზაკვრული მიზნებისთვის გმირებს ვერ გამოიყენებენ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
1743537867
სპორტიკვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს
ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან. ფრანგული ტელეკომპანია RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართვე...
1743533541
მსოფლიოთეთრი სახლი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით. „შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გ...
1743530468
საზოგადოებაბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა
ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...
1743530218
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?
მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...
1743523722
მსოფლიოაშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...