შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო მომზადების მე-2 და მე-3 ჯგუფის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცერემონია ოფიციალურად გახსნა შსს აკადემიის რექტორმა, ლელა ჩიქოვანმა, რომელმაც კურსდამთავრებულებს პროფესიული საქმიანობის დაწყება მიულოცა.
მან ხაზი გაუსვა პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობას და წარმატებული კარიერული გზა უსურვა.
40 კურსდამთავრებულისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ეკა ზაალიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები – კახა ბუხრაძე და უშანგი ლომიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კახა მურადაშვილი, აკადემიის ინსტრუქტორები, კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
პოლიციელთა საბაზისო მომზადების სასწავლო პროგრამა თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარებით გაღრმავებაზეა ორიენტირებული, რომლის მიზანია საპოლიციო დანაყოფებისათვის ახალი კადრების მომზადება, მათთვის საბაზისო ცოდნის მიღება და პოლიციელთათვის პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
17:48
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს გასაქანი არა აქვს
მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი, პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა საბოლოო ჯამში და სტვენ...
17:01
ახალი ამბებითეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით
სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯ...
16:22
ახალი ამბებითბილისის რამდენიმე უბანში, 7 აპრილს, წყალი 6-10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართი
GWP-ის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს წყალი შეუწყდება. კომპანიის განმარტებით, სამგორის რაიონში დაგეგმილია აუცილებელი ტექნიკურ სამუშაოების ჩატარება. ასევე წყალი შეზღუდვით მიეწოდება ჩუღ...
15:34
მსოფლიოწყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 24 საათის განმავლობაში რეგიონში რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა, რამაც წყალდიდობასთან ერთად...
14:54
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ადამიანების დაბულინგების და დამცირების ახალი ტალღის აგორების მცდელობაა, ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ბულინგი მთელი საქართველოსთვის მიუღებელია
ადამიანების დაბულინგების და დამცირების ახალი ტალღის აგორების მცდელობაა, ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ბულინგი მთელი საქართველოსთვის მიუღებელია, - განაცხდა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდ...