კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი - როგორია ეპიდვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 475 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.26%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 934 667.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა – 801, იმერეთი – 792, ქვემო ქართლი – 285, შიდა ქართლი – 380, გურია – 193, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი – 171, სამცხე-ჯავახეთი – 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659 საიდანაც:

4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 864, აჭარაში – 614, იმერეთში – 827.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015 პირი, მათ შორის, თბილისში – 440, აჭარაში – 136, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 45, იმერეთში – 22.

2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 – თბილისში, 581- აჭარაში.

51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 6.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

სხვა სიახლეები:

🔳 400-მდე გაფიცული სოციალური მუშაკი ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას დღესაც გამართავს

🔳 დღეიდან, 18 იანვრიდან კარმული პერიოდი იწყება, გაიგეთ, ჰოროსკოპის რომელ ნიშანზე იმოქმედებს ის! - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

🔳 დავით ზალკანიანი: “ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება!”

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741629661

მსოფლიო

ილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა

სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...

ილონ მასკი

1741626192

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...

მამუკა მდინარაძე

1741626151

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...

 მამუკა მდინარაძე

1741626100

საზოგადოება

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...

მამუკა მდინარაძე

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი