"კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე" - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მისი ეგიდით შექმნილ სამედიცინო კონსილიუმთან ერთად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნა წარადგინა.

როგორც ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ძირითადად პაციენტი მედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფება, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე.

"სახალხო დამცველის ექიმთა, სპეციალისტთა და ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეამოწმა, ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ განახორციელა.

შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის შემაჯამებელ ანგარიშს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე.

ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში, რომელიც განხორციელდა 23 ნოემბრის შემდეგ, 12 დეკემბერს და 11 იანვარს, არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გავეცით.

თუმცა, ჩვენ ვხედავთ, აღნიშნული სამედიცინო სერვისის და დახმარების მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, რადგან სამმა ვიზიტმა უკვე დაგვანახვა, რომ მკურნალობის მიდგომების და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები არის შემაჯამებელი პაციენტის მდგომარეობის და აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სხვა სიახლეები:

🔳 დღის ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები თურქეთში პრობლემური საკითხების განსახილველად მიიწვია

🔳 "ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ, დღეს პირადში, უცნობმა ქალბატონმა სოხუმიდან ჩემი სახლის ფოტო ჩამიგდო" - ეკა წივწივაძე

🔳 „ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით, ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი“ - დავით გადელია

🔳 “ვინც “სტაიანშიკებს” უხდით ფულს იცოდეთ, რომ ქურდულ სამყაროს ეხმარებით“- ფეისბუკ მომხმარებლის მიმართვა საზოგადოებას

🔳 "ყველა მათგანი ნგრევადია, ყველა მათგანში ცხოვრება საშიშია" - ანა წითლიძე დევნილთა სამინისტროს მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი

1741602716

ახალი ამბები

საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...

მზიანი ამინდი

1741601626

მსოფლიო

გერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა

კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...

„გერმანიის რკინიგზა

1741598279

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!

ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...

ააა