ლევან მაჭავარიანი: არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ გამოუხატავს ინტერესი, ანაკლიის პორტის ტენდერში მიეღო მონაწილეობა - თუ საკითხი ისე უნდა დაგვიყენონ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს აშენება და სხვასაც არ ააშენებინოთ, ამას ვერ მივიღებთ

როდესაც საქართველოში დაინიშნა აშშ-ის ახალი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, მას შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, მაშინ ბატონი კობახიძე გახლდათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე. იმ შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და პრემიერ-მინისტრმა შეახსენა ქალბატონ ელჩს, რომ ეს იყო ღია კონკურსი და, სამწუხაროდ, არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ გამოუხატავს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა - ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერ გაექცევი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „რადიო სივრცის“ ეთერში განაცხადა.
იგი გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას, რომელმაც იმედგაცრუება გამოხატა მმართველი გუნდის გადაწყვეტილების გამო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ.
მაჭავარიანის თქმით, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უზარმაზარი შემოსავლის მომტანია და შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი აშენება. ასევე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ პროექტის საკონტროლო პაკეტს ფლობს სახელმწიფო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა რობინ დანიგანთან.
„ჩვენ თუ საკითხი ისე უნდა დაგვიყენონ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს აშენება და შესაბამისად, სხვასაც არავის ააშენებინოთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ მივიღებთ. ჩვენთვის პრინციპულია ეს პორტი, ეს არის უზარმაზარი შემოსავლის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის პროექტი, სადაც საქართველო ფლობს 51 პროცენტს - საკონტროლო პაკეტს, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საკონტროლო პაკეტი არის ჩვენს ხელში, ჩვენი შვილების, შვილთაშვილების და მომავალი თაობის ხელში. ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ ჯგუფთან, ვისთანაც ყველაზე მეტი სარგებელი შეგვიძლია ვნახოთ, მაგრამ, ხაზგასმით ვამბობ, პრემიერს ამასთან დაკავშირებით რომ ჰქონდა საუბარი ქალბატონ ელჩთან, პირდაპირ წაუყენა ეს საკითხი, რომ თუ თქვენი ქვეყნის კორპორაციებს, ან კომპანიებს აინტერესებს ამ პროექტში მონაწილეობა, მაშინ ამ ღია ტენდერში რატომ არ მიიღეს მონაწილეობა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სენატორ შაჰინის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა, აღნიშნულია: „ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ჩინურ კომპანიას გადასცეს პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს ის საკითხია, რომელზეც შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ამ შესაძლებლობის გაქრობის ხილვა“.
1744034324
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები
„ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მის...
1744033525
ახალი ამბებიმეუფე შიო: დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან
დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ საღვთო, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან, - განაცხადა ყოვლადწმინდა ღვ...
1744033493
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7561 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7576 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1744033410
ახალი ამბებიილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითადად გილოცავთ ხ...
1744032535
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ძალიან პირნათელი ვარ მოქალაქეების წინაშე, რადგან ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში
ვიტყოდი, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამშობლოს უღალატა, თუმცა მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანას უღალატა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტის კით...