ლევან მაჭავარიანი: აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გადატვირთვას ევროკავშირთან.
მისი თქმით, მე-8 წელია გერმანიისთვის ჩინეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გადატვირთვას ევროკავშირთან. როგორც ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ევროკავშირი სამეგობროდ, არანაკლებ სჭირდება ამერიკასა და ევროკავშირს საქართველო სამეგობროდ. მაგალითად, ევროკავშირთან მიმართებით რომ ვისაუბროთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ჩინეთი. როგორ ვახლოვდებით, თქვენ კარგად ხედავთ და რა ტიპის განცხადებები კეთდება ბატონი სი ძინ პინის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. როგორც კი გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა, პირველი ნაბიჯები გადაიდგა - პირდაპირი რეისები, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, უვიზო მიმოსვლა.
სხვათა შორის, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს ის, რომ ზუსტად იგივე აქტორებისთვის, რომლებიც ჩვენ რაღაცებს გვსაყვედურობენ ჩინეთთან ურთიერთობასთან მიმართებაში, შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მე-8 წელი გერმანიისთვის ჩინეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ზოგადად, ევროკავშირის ბრუნვა არის 800 მლრდ-ის ფარგლებში“, - აღნიშნავს დეპუტატი.
1737306000
მსოფლიოისრაელის ელჩი: ემოციური და ძალის მომცემი დღეა, არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, ვიდრე ყველა არ დაბრუნდება
საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ჰამასის“ მიერ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ეხმაურება. „რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება. რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ა...
1737304286
მსოფლიოილონ მასკი: ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია
„ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია“, - წერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში დ...
1737302256
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აქვეყნებს. „საქართველოს პ...
1737301388
მსოფლიოისრაელი უარყოფს ინფორმაციას, რომ მძევლები წითელ ჯვარს გადასცეს
ისრაელი უარყოფს ინფორმაციას, რომ მძევლები წითელ ჯვარს გადასცეს. ისრაელის მედია Al Arabiya-ს მოხსენების თანახმად წერდა, რომ მძევლები წითელ ჯვარს გადასცეს. სატელევიზიო კადრებში ჩანს ხალხი, რომლებიც იკრი...
1737298369
ახალი ამბებიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...