ლევან მაჭავარიანი: თუ ბატონმა ტრამპმა მოახერხა ის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენები ამერიკის ბიუროკრატიაზე შეასუსტა და იგი ამას აუცილებლად მოახერხებს, ეს კიდევ უფრო გააადვილებს ჩვენს ურთიერთობას

„არ მგონია, ბატონი დონალდ ტრამპი, ილონ მასკი „ქართული ოცნების“ რაღაც შეთქმულების თეორიას წამოჰგებოდნენ. ეს ძალები არსებობს, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვსაუბრობდით ამ ძალებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „დიფ სთეითზე“ საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მან ისაუბრა, თუ რას ელიან საქართველოში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.

„ბატონ დონალდ ტრამპსა და მთელს მის ადმინისტრაციას აქვს გამოცხადებული ძალიან ღია ომი და ბრძოლა „დიფ სთეითთან“, რომელსაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ პირობითად ვუწოდებდით და ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია და მათი მიმდევრებიც ბევრს ხუმრობდნენ.

არ მგონია, ბატონი დონალდ ტრამპი, ილონ მასკი და ასე შემდეგ, „ქართული ოცნების“ რაღაც შეთქმულების თეორიას წამოჰგებოდნენ. ეს ძალები არსებობს, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვსაუბრობდით ამ ძალებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მაგრამ უფრო მეტს საუბრობს ბატონი დონალდ ტრამპი, ბატონი ილონ მასკი და ასე შემდეგ.

თუ ბატონმა ტრამპმა მოახერხა ის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენები ამერიკის ბიუროკრატიაზე შეასუსტა და იგი ამას აუცილებლად მოახერხებს, ეს კიდევ უფრო გაადვილებს ჩვენს ურთიერთობას და ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას. რადგან ის პრობლემები, რომელიც საქართველოს შეექმნა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის უსამართლობა, დეზინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამის ყველაფრის შემოქმედი სწორედ „დიფ სთეითი“ გახლავთ და რადიკალური ოპოზიციური ძალებიც სწორედ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარების ქვეშ მუშაობენ.

ღირებულებებით ნაწილში რომ უამრავი თანხვედრაა, ჩვენსა და ბატონ დონალდ ტრამპს, მის ადმინისტრაციას შორის, ეს კარგად მოგეხსენებათ. ორივე ვართ მშვიდობის მომხრეები, ორივე მხარემ ვიცით, რომ ქალი ქალია და კაცი - კაცი და შეუძლებელია, რომ ეს სხვანაირად იყოს. ამის მტკიცება რომ არ დაგვჭირდება, ესეც ძალიან გვახარებს. გამჭვირვალობა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ამისთვის იგი დამატებით სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტს ქმნის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დეპარტამენტი მკაცრად გააკონტროლებს, თუ სად იხარჯება ამერიკელი გადამხდელების მიერ გაღებული თანხები, რომლითაც „ენჯეოები“ ფინანსდებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737306000

მსოფლიო

ისრაელის ელჩი: ემოციური და ძალის მომცემი დღეა, არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, ვიდრე ყველა არ დაბრუნდება

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ჰამასის“ მიერ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ეხმაურება. „რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება. რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ა...

მძევლები

1737304286

მსოფლიო

ილონ მასკი: ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია

„ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია“, - წერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში დ...

ილონ მასკი

1737302256

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აქვეყნებს. „საქართველოს პ...

მიხეილ ყაველაშვილი

1737301388

მსოფლიო

ისრაელი უარყოფს ინფორმაციას, რომ მძევლები წითელ ჯვარს გადასცეს

ისრაელი უარყოფს ინფორმაციას, რომ მძევლები წითელ ჯვარს გადასცეს. ისრაელის მედია Al Arabiya-ს მოხსენების თანახმად წერდა, რომ მძევლები წითელ ჯვარს გადასცეს. სატელევიზიო კადრებში ჩანს ხალხი, რომლებიც იკრი...

ისრაელი

1737298369

ახალი ამბები

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...

 მოძრაობა აკრძალულია