ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს დამოკიდებულება, პირველ რიგში, აკნინებს მათსავე რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს რეზოლუციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათი ეს დამოკიდებულება, პირველ რიგში, აკნინებს მათსავე რეპუტაციას საქართველოს მოქალაქეების თვალში.
დეპუტატის თქმით, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
„რაც ჩაიტანეს ბატონმა გვარამიამ, ბატონმა ჯაფარიძემ, ფაქტობრივად, იმისი ქოფიფეისტი გააკეთეს და ის დოკუმენტი დადეს, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს, არ ეფუძნება მტკიცებულებებს. ის პუნქტები, რომელსაც გვიწერენ - იგივე მიხეილ სააკაშვილის გამოშვება თითქოს იგი პოლიტიკური დევნილია, არ ცნობენ ეუთო/ოდირის დასკვნასაც და ამბობენ ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტების გარეშე, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი დამოკიდებულება არის და პირველ რიგში, ეს აკნინებს მათსავე რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1742228348
საზოგადოებასაქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...
1742228245
მსოფლიორუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...
1742223782
ახალი ამბებიდაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...
1742222226
საზოგადოებააშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...
1742220580
ახალი ამბებიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...