ლევან მაჭავარიანი: პროკურატურამაც გამორიცხა, რომ არჩევნებში ერთი ადამიანი თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბანზე

არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს, რომელიც 15 იანვარს პროკურატურამ გაავრცელა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ოპოზიციის ბრალდება ავტორიტეტულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ სამი ეტაპის აუდიტის ჩატარების შემდეგ გამორიცხა, რაც, ასევე, არ მოხვდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.

„პროკურატურის ეს განცხადება დაემთხვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, ერთი ადამიანი, რომ თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბნებზე, ეს პროკურატურამაც გამორიცხა. ეს პირველად გამორიცხა იმ ამერიკულმა, ძალიან ავტორიტეტულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ, რომელმაც სამი ეტაპის აუდიტი ჩაატარა და მესამე ეტაპი სწორედ ამას ეხებოდა, რომ სიების დუბლირება გამორიცხული იყო.

შემდეგ ეს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშშიც არ მოხვედრილა, რასაც ოპოზიცია ჩვენ გვაბრალებდა და აპელირებდა, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა და ხმების დუბლირება ხდებოდა ერთი ადამიანის სხვადასხვა უბანზე აძლევდა ხმას.

ეს ბრალდებები მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული, არც ოპოზიციის, არც ერთი აქტორის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეუთო/ოდირის ანგარიშში ასახული არ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736953492

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე

„300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ვნახე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი და...

მამუკა მდინარაძე

1736950887

ახალი ამბები

ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - ზრდა 10.2%

2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიუ...

ფულადი გზავნილები

1736950049

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლე...

ლევან მაჭავარიანი

1736947750

მსოფლიო

Reuters: ტრამპის მრჩევლები აღიარებენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს თვეებში იქნება შესაძლებელი

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლები მიიჩნევენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს თვეებში იქნება შესაძლებელი. ეს განსხვავდება ტრამპის წინასაარჩევნო განცხ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1736946610

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8446 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8448 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ზოგადი