მამუკა მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია
„ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიამ პირველმა განახორციელა ფიზიკური თავდასხმა პოლიტიკური თანამდებობის პირზე, რაც უმძიმესი მუხლია. მისივე თქმით, გამოძიების საკითხია, ამ ყველაფერს ჰქონდა თუ არა პოლიტიკური სარჩული.
„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს. ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია, თუ არ ვცდები 325-ე და ამ მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს. საპასუხო რეაქცია იყო თუ არა, - ხო, აბა, რა იყო, მაგრამ ამას ფორმალური საკითხების გარკვევა სჭირდება. შენ ნუ ესხმი თავიდან თავს, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის, თავდაცვის მიზნითაც. თავდასხმაც უნდა გავარჩიოთ და პასუხის გაცემაც უნდა გავარჩიოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1736953492
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე
„300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ვნახე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი და...
1736953012
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პროკურატურამაც გამორიცხა, რომ არჩევნებში ერთი ადამიანი თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბანზე
არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს, რომელიც 15 იანვარს პროკურატურამ გაავრცელა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი...
1736950887
ახალი ამბებიფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - ზრდა 10.2%
2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიუ...
1736950049
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლე...
1736947750
მსოფლიოReuters: ტრამპის მრჩევლები აღიარებენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს თვეებში იქნება შესაძლებელი
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლები მიიჩნევენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს თვეებში იქნება შესაძლებელი. ეს განსხვავდება ტრამპის წინასაარჩევნო განცხ...